,,...ამას ვიტყვი მხოლოდ თამუნას საპასუხოდ“ - კაკო ვაშალომიძე მეტის თქმას აღარ აპირებს
საზოგადოება - 20:19, 10 Dec, 2014     12303
კაკო ვაშალომიძეს, ქალაქში აღიარებულ მუსიკოსად იცნობდნენ, „იმედის კვირის“ შემდეგ კი მისი სახელი ფლეიბოის მოდელს დაუკავშირდა. როგორც ტელეიმედში აღნიშნეს, გოგო, რომელიც სტუდიაში ნახევრადგაშიშვლდა კაკო ვაშალომიძის შვილი გახლდათ. ამან ცნობილი მუსიკოსი გააბრაზა, მოგვიანებით კი მისგანვე გახდა ცნობილი, რომ თამუნა, კაკო ვაშალომიძის ყოფილი მეუღლის შვილია. „9 წელია თვალითაც არ მინახავს“, - ამბობს „ნიუპოსტთან“ კაკო ვაშალომიძე. თუმცა, ამაზე ქვემოთ, მანამდე კი „ნიუპოსტის“ რედაქციას თამუნა ეწვია.

„კაკოს სახელი არც არასოდეს გამომიყენებია, მე მას მამას ვეძახდი, თავიდან არც ვიცოდი, რომ მამაჩემი არ იყო, ცხრა წლისამ გავიგე ეს“- ამბობს „ნიუპოსტთან“ ფლეიბოის მოდელი.

თამუნა ვაშალომიძე: კაკოსთან 9 წლის ჩამოვედი და 16 წლამდე ვცხოვრობდი, ბევრი სითბოც მახსოვს მისგან. როცა თელავში ჩამოდიოდა, პატარა ვიყავი მაშინ და ვიცოდი რომ მამა იყო, 9 წლისამ გავიგე, რომ იყო მამინაცვალი. მაგრამ მე იმდენად მიყვარდა ეს ადამიანი, რომ ამაზე ყურადღება არ მიმიქცევია.

მე პატივს ვცემ ამ ადამიანს, რადგან გვარი მომცა, მთელი 6 წელი მასთან ვცხოვრობდი, ყველა ინტერვიუებში თვითონვე წერს, მყავს ოთხი შვილიო და ამ ოთხ შვილში ჩემი სახელიც არის, ამოქექეთ და ნახეთ. ყველგან წერდა, რომ მეც ვიყავი მისი შვილი, გუშინ კი, როცა ვიდეო ვნახე, ძალიან მეტკინა გული, როდესაც თქვა - ჩემი შვილი არ არისო.

ეს რვა წელი, რაც სახლიდან ვარ წამოსული ადვილი ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის. მაგრამ არასოდეს არავისთვის მითქვამს დამეხმარე-მეთქი, არც კაკოსთვის. ერთადერთხელ დედას ვთხოვე 10 ლარი წამლისთვის და არ მომცა.

როცა ჯანმრთელობით ძალიან, ცუდად ვიყავი, ვერ დავდიოდი, როდესაც ერთმა ოჯახმა შემიფარა და 5 თეთრით არავინ დამხმარებია, მაშინ არ ვარცხვენდი გვარს? და ახლა რახან მოდელი ვარ და ამ ჩემი მოდელობით გამიჩნდა საარსებო წყარო, ის რომ ბებიას წამლებს ვყიდულობ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ამ ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს და ჯანმრთელად იყოს, ამიტომ ვარ სირცხვილი და როგორც დედაჩემმა თქვა ანტიქრისტე?

მე ვბრძოლობ, მინდა ჩემი კარიერა შევიქმნა, და ის გახდა ახლა სირცხვილი, რომ მშიერი არ ვარ, გადაღება შემომთავაზეს და მაღალ ანაზღაურებას მიხდიან ფლეიბოიში? ამით გავუტეხე სახელი კაკო ვაშალომიძეს? მე ველაპარაკე ადვოკატს და იქეთა კვირაში შევიტან განცხადებას მამის აყრაზე. მე თუ ასე ვარცხვენ ადამიანს, რატომ უნდა იტვირთოს ეს სიმძიმე?

კაკოსგან მეწყინა, როცა თქვა ეს ჩემი შვილი არ არის, სახლიდან წავიდა კონფლიქტით და ითხოვდა ადვოკატს ავიყვან და გიჩივლებო. თუ არასწორი ვიყავი არ გამიშვებდნენ... ე.ი ნამდვილად იყო მაშინ მიზეზი და რომ არ გავეშვი, მართლა ავიყვანდი ადვოკატს. წავედი და წავედი და არ შევხმიანებივარ რამდენიმე წელი არცერთს... მართლა ძალიან დიდი მიზეზი მქონდა, ეს ძალიან კარგად იცის კაკომ. მაშინ დედაჩემი და კაკო ერთად ცხოვრობდნენ, ორი წელია რაც ერთმანეთს დასცილდნენ".

თამუნას კომენტარის შემდეგ „ნიუპოსტი“ კაკო ვაშალომიძეს დაუკავშირდა. მე ქრისტიანი ვარ და ჩემი ცხოვრების წესი სიკეთე და ადამიანების დახმარებაა. ამას ვიტყვი მხოლოდ თამუნას საპასუხოდ, - განაცხადა კაკო ვაშალომიძემ, - „ამ თემასთან დაკავშირებით ეს ჩემი ბოლო კომენტარია“, - დასძინა მან.

კაკო ვაშალომიძე: „სანამ ის ჩემს ოჯახში ცხოვრობდა, როგორც მამას მე მისთვის არაფერი დამიკლია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ბიოლოგიური შვილი არ იყო. ახლაც ვუსურვებ წარმატებას, როგორც თვითონ სურს ისე მიაღწიოს პოპულარობას. მაგრამ ჩემი აზრით, ეს ფორმა ადამიანის კარიერის, საქართველოსათვის ჯერჯერობით მიუღებელია.

მას ჩემთვის არ უკითხავს, ისე გააკეთა ეს ყველაფერი, მე არ ვიცოდი, რა ხდებოდა და უცებ მეჯახება ამგვარი ტალღა. ჩემს ყოფილ მეუღლესთანაც არ მაქვს ურთიერთობა. თამუნას კი 9 წელია ჩემთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით და აღარ მსურს ამ თემის გაგრძელება“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42