ჯარიმები ძაღლის მეპატრონეებს - 50-დან 150 ლარამდე ფეკალური მასისთვის
საზოგადოება - 20:03, 10 Dec, 2014     6088

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "ნარჩენების მართვის კოდექსში" შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც ნარჩენების სფეროში სამართლებრივი საფუძვლები უნდა განისაზღვროს.

კანონის მიხედვით უნდა მოხდეს იმ ადამიანებისთვის ჯარიმების განსაზღვრაც, რომელთა შინაურმა ცხოველმა, ტერიტორიების ფეკალური მასებით დაბინძურება მოახდინა.

თუ მეპატრონის მიერ ტერიტორიის ფეკალური მასისგან გასუფთავება არ მოხდა შინაური ცხოველის მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდება. 150 ლარით დაჯარიმდება ის ადამიანი, რომლის ცხოველმა, ტერიტორიის 1 კუბური მეტრი ფეკალური მასით დაბინძურება მოახდინა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძის განცხადებით, კანონი გაუაზრებლად დაწერილია და მონიტორინგი მეთოდი გაურკვეველია.

"ეს კანონი არის გაუაზრებელ სურვილებზე აგებული. კანონში გვაქვს, რომ ძაღლის და სხვა ცხოველების მიერ ტერიტორიის ფეკალური მასებით დაბინძურება იწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, თუმცა, ცხოველის მეპატრონე თუკი ტერიტორიის გასუფთავებას მოახდენს, მისთვის ჯარიმა არ იმოქმედებს. იქვე მეორე ნაწილში წერია, რომ ტერიტორიის ერთი კუბური მეტრი ფეკალური მასით დაბინძურება 150 ლარით ჯარიმდება. იქნებ ამასაც ასუფთავებს ადამიანი?“ - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ხაჩიძის განცხადებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, რეგულაციების განხორციელება მნიშვნელოვანია და ამ პროცესებს ის ადამიანები გააკონტროლებენ, რომლებიც სამინისტროში არიან დასაქმებულები.

"ამას ის ადამიანები გააკონტროლებენ, რომლებიც აქამდე მუშაობდნენ ჩვენს სამინისტროში. ახლა ამაზე არ გვაქვს საუბარი. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება შინაურმა ცხოველმა ერთ კუბურ მეტრზე მეტი ფეკალური მასა დატოვოს, რაც გარემოს ზიანს აყენებს. როდესაც ადამიანი ასეირნებს ძაღლს, თუ მას მიეცა საშუალება, რომ აიღოს ამ ძაღლის ფეკალური მასა, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მაგრამ არის შემთხვევა, რომ ეს არ არის ცხოველი და ერთი კუბური მეტრი ნაკელის დატოვება ძაღლს არ შეუძლია. ეს სასაცილო, მაგრამ საინტერესო თემაა, რადგან ნაკელი უადგილო ადგილას გარემოს ზიანს აყენებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42