ექსკლუზივი: „თუ საჭირო იქნება კიდევ გავიხდი არ არის პრობლემა“ - თამუნა ვაშალომიძე
საზოგადოება - 14:27, 10 Dec, 2014     14562

ტელევიზიაში ხმაურიანმა გამოსვლამ და გაშიშვლებამ, ყოფილი მედავითნე პოპულარული მალევე გახადა...

ახლა ქუჩაშიც ცნობენ, კომპლიმენტებს ეუბნებიან, და უცნობები ფოტოების გადაღებასაც სთხოვენ. თხოვნაზე უარს არავის ეუბნება. იცის, რომ ეს პოპულარობა დიდხანს გასტანს და მალე ბევრად მეტი თაყვანისმცემელიც ეყოლება. ფლეიბოის მომხიბვლელი მოდელი თაკო ვაშალომიძე, პოპულარობასა და მომავალზე „ნიუპოსტს“ ესაუბრა.

თამუნა ვაშალომიძე: „უცნაურია, სამ დღეში გავხდი პოპულარული, განწყობა ძალიან მშვენიერი მაქვს, თუ საჭირო იქნება ანალოგიურად მოვიქცევი და კიდევ გავიხდი, არ არის პრობლემა.

-პოპულარობაზე ოცნებობდი ალბათ

-მართალია დაგეგმილი არასოდეს მქონია, რომ უნდა გამეხადა, მაგრამ ვოცნებობდი, რომ ცნობილი ფოტომოდელი გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ასე სამ დღეში თუ იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა... საერთოდ ძალიან მიზანდასახული ვარ. პატარაც ასეთი ვიყავი მიზანდასახული და მებრძოლი.

-რა შეცვალა ამ სამმა დღემ შენს ცხოვრებაში, რა სიახლეები შემოვიდა?

-მეტი შემოთავაზებები მაქვს კომპანიებისგან, მთხოვენ მათი სახე გავხდე, ძალიან ბევრი ხალხის სითბო მივიღე, ნეგატიურებიც გამოერევიან, მაგრამ უფრო მეტი დადებითი... როცა ქუჩაში გავდივარ კითხულობენ - ეს ის გოგო არ არის? მიღიმიან, თბილად მესალმებიან... შინაგანად არაფერი შეცვლილა, ვიცი, პოპულარობა თავში არც არასოდეს ამივარდება... უბრალოდ, უფრო საინტერესო გახდა ცხოვრება...

გუშინ მაღაზიაში რაღაც უნდა მეყიდა, ერთი გოგო ძალიან დამაკვირდა, ამივლის, ჩამივლის, მიყურებს, თვალს არ მაშორებს, ბოლოს გამყიდველკს ეკითხება - ეს ის გოგო ხომ არ არის, ტელევიზორში რომ გატიტვლდაო?

-სანამ „ტელევიზორში გატიტვლდებოდი“ რას საქმიანობდი?

-ოთხი წელი მედავითნედ ვმსახურობდი ტაძარში, მერე სახლიდან წამოვედი და წამოვედი ეკლესიიდანაც... განცხადება ვნახე გაზეთში და მიმტანად დავიწყე მუშაობა, ვმუშაობდი კაზინოში, ვსწავლობდი იმიჯ ცენტრში, ვარ მოდელი, ბოლოს კონკურსზე ვიყავი კოსოვოში, მის პრესა გავხდი. ასევე ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში ვარ მენეჯერი. ფლეიბოიში გადაღება კი იმის გარდა რომ ვმუშაობ, არის ერთ-ერთი წყარო შემოსავლის, რომელიც მე მჭირდება, ეს მჭირდება ჩემი კარიერისთვისაც და ჩემი თავისთვისაც...

-ალბათ ისიც იცი, თუ როგორი იქნება შენი მომავალი?

-ვიცხოვრებ ვარსკვლავივით, ჩემი კომპანია მექნება, ახლკა კი ვარ ტურისტული კომპანიის მენეჯერი, მაგამ ვაპირებ ჩემი ბიზნესის დაწყებას და ჩემი კომპანიიის ჩამოყალიბებას, რასაც ძალიან მალე გავაკეთებ კიდეც... 17 -ის ვიყავი მაშინ, როცა სახლიდან წამოვედი, ძალიან რთული წლები იყო, მაგრამ ვიბრძოლე, ახლაც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიმკვიდრო ჩემი ადგილი ამ ცხოვრებაში“...






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42