თამუნა ვაშალომიძე: „ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვი ვიყავი, მორიდებული... ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა ალბათ, ისეთი როგორც ყველას, ერთი განსხვავებით, ძალიან მაკლდა დედის სითბო და სიყვარული, ბებია მზრდიდა...
ამიტომ ბებიაზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს... მასთან თელავში ექვს წლამდე ვიზრდებოდი, დედა მერე გავიცანი. თვითონ ამბობს ჩამოვდიოდიო, მაგრამ მე არ მახსოვს.
ასეთ რეაქციას კი მისგან ველოდებოდი. ჩემს მეგობრებსაც ვეუბნებოდი, დადგება დღე, როცა პოპულარული გავხდები და ის ხმაურით გამოჩნდება-მეთქი. მეგონა, ეს მაშინ მოხდებოდა, როცა ფლეიბოის ჟურნალს ჩამოვიტანდი საქართველოში და ტელევიზიებში პრეზენტაცია გაკეთდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ნაადრევად მოუვიდა...
კარგად ვიცნობ მას და ამიტომ, შეშფოთებით არ შევშფოთებულვარ. შეგუებული ვარ მის უარყოფით დამოკიდებულებას ჩემს მიმართ. ამიტომაც არ მაქვს მასთან კონტაქტი დიდი ხანია.

უბრალოდ ძალიან საწყენია, როდესაც დედა იძახის შვილზე, - ანტიქრისტეაო.
8 წელია მარტო ვცხოვრობ. ბევრჯერ ვცდილობდი კონფლიქტური სიტუაცია ამერიდებინა თავიდან, მაგრამ ვერა და ვერა. რაც ციხიდან გამოვიდა, საერთოდ არ მქონია მასთან კონტაქტი და ახლა ისევ გამოჩნდა.
ციხეში მე ჩავსვი, მე ვუჩივლე, ბებიას გამო, სცემდა ბებიას, მეც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. შევიტანე სარჩელი, მოსამართლემ გაფრთხილება მისცა, არ უნდა შეგვხებოდა, მაგრამ მაინც იგივე გააკეთა. სხვა გზა არ მქონდა, ისევ ვუჩივლე და 12 დღით ჩასვეს.
ბებია ახლა საკუთარ სახლში არ ცხოვრობს, მომვლელთან არის, დედას დავუთმეთ ორივე სახლი, ვთქვი იყოს, მშვიდად და წყნარად და არ შეგვაწუხოს მე და ბებია...
მაგრამ სამწუხაროდ მაინც გვაწუხებს... საპატრულოში, რომ ნახოთ მინიმუმ 70 გამოძახება მაქვს, ცემდა, ბებიას, დანით ემუქრებოდა საკუთარ დედას. ვერ გეტყვით რატომ ერჩოდა ასე ...
ამ თემაზე არსად არ მილაპარაკია ამ რვა წლის განმავლობაში, მაგრამ მისმა გუშინდელმა გამოსვლამ მაიძულა რომ სიმართლე ვთქვა.
მე დედაჩემის შეცდომებს არასოდეს გავიმეორებ, ვიქნები ბევრად თბილი და ყურადღებიანი. ეს მე ძალიან მაკლდა... ვიქნები დედა, რომელიც შვილს, ყოველთვის ყველასგან დაიცავს. მნიშვნელობა არა აქვს ჩემი შვილი ვინ იქნება... ძალიან მინდა სამი შვილი მყავდეს და იყვნენ ძლიერები, რომ დამოუკიდებლად აიწყონ ცხოვრება, რომ ვერავინ შეძლოს მათი დაჩაგვრა.
მასალის გამოყენების პირობები






