„მან გადაწყვიტა, რომ სხვა ცხოვრება დაეწყო. წლები გავიდა და ეკლესიას თითქმის ჩამოშორდა. „იმედის“ არხზე ჩვენ ვიხილეთ გადაცემა, სადაც მიიწვიეს ჩვენი მრევლი. მისი აზრით, ის დღესაც არის ეკლესიის მრევლის წევრი, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას და თვლის, რომ მოდელობა არ უშლის ხელს, იაროს ეკლესიაში და მოძღვარს აღსარება ჩააბაროს. ამას საზოგადოების მრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რა თქმა უნდა, იყო დადებითიც“, - აცხადებს მამაო და განმარტავს, რომ საზოგადოება ეკლესიას უყურებს, როგორც პიროვნების გზაზე დმყენებელს, ცოდვიდან გამომყვანს.
„ასეთი სიუჟეტის შემდეგ შესაძლოა, ადამიანებში უარყოფოთი დამოკიდებლება გაჩნდეს ეკლესიის მიმართ, გაჩნდეს აზრი, რომ შეიძლება, ეკლესიაში მიხვიდე და გარდაიქმნე „ფლეობოის“ მოდელად“. ჩვენ ხელს ვერ ვკრავთ ვერცერთ ადამიანს, თუმცა ერთი გამონაკლისით, ადამიანი უნდა იყოს სინანულში, ცოდვას ეკლესია ვერ შეეგუება. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, ადამიანს ზნეობრივი ცხოვრებისკენ მოვუწოდოთ“ - განაცხადა მოძღვარმა.
მამა ანტონი ამბობს, რომ სიუჟეტის ჩაწერის დროს მათ აღნიშნულის რეალური მიზანი არ იცოდნენ და ,,შეიძლება, ითქვას, რომ როგორც მრევლი, ისე ტელეკომპანია გოგონას მხრიდან მოტყუებული იქნენ“.
„მრევლად ითვლება ადამიანი, რომელიც წირვა–ლოცვებს ესწრება და მისი საქმიანობის შესახებ მისმა მოძღვარმა იცის. ამ შემთვევაში კი მოძღვარმა აღნიშნული მხოლოდ გადაცემის შემდეგ გაიგო. ჩემი მხრივ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მინდა, დავაფიქსირო, რომ ეკლესია ამ მიზნით არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამ პიროვნებამ ბოდიში უნდა მოიხადოს საზოგადოებისა და ტელევიზიის მიმართ“,– განაცხადა მამაომ.
,,იმედის კვირის“ სიუჟეტი ყოფილ მედავითნეს ეხებოდა, რომელიც ამჟამად რუსული „ფლეიბოის“ მოდელია. თამუნა ვაშალომიზე, რომელიც ეთერში პოზირებდა, აცხადებდა, რომ მას თავისი მოძღვარი ეხლა უყურებს და მისი არჩევანის შესახებ იცი. გოგონას თქმით, ის ეკლესიის მრევლად რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






