2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილეს.
საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებასთან დაკავშირებით მთავრობის არგუმენტები კომიტეტის თავჯმდომარისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.
"ბოლომდე ვერ დავინახე რა არის ამის მოტივაცია და ის, თუ რა უკეთესს ხაჯს გასწევს გამოთავისუფლებული ფული“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. თუმცა რა პროგრამებზეა საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია. რაც შეეხება 2014 წლის გადახდილი გადასახადების დაბრუნებას, კაკაურიძის თქმით, მოქალაქეები ამ თანხებს ჩვეულებრივ დაიბრუნებს.
საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება ფინანსთა სამინისტრომ 2013 წელს შემოიტანა, რომლიც თანახმად იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის სახით 360 ლარს უკან დაიბრუნებს.
მასალის გამოყენების პირობები






