„ასე მგონია, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. ასე მგონია რომ სიყვარული არის ის ერთადერთი გრძნობა, რომლისთვისაც ღირს ამ ქვეყნად არსებობა“-ამბობს ლიზა ბაგრატიონი.
მომღერალი სოლო კონცერტს თბილისში 8 წლის შემდეგ მართავს. როგორც ცნობილია, ლიზა ბაგრატიონი 5 ენაზე იმღერებს.
14 დეკემბერს, ლიზა ბაგრატიონის ახალ პროგრამაზე - „ასე მგონია“, - ბალტიისპირეთსა და უკრაინაში გამართული წარმატებული სოლო-კონცერტების შემდეგ, კომპანია „ბადაგონი“ გვიწვევს ...
კონცერტს, იტალიიდან სპეციალური სახელგანთქმული აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი ეწვევა. ის 11 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკეტრთან და გიორგი ცაგარელთან ერთად, პირველ რეპეტიციას გამართავს.
მარიო სტეფანო პიეტროდარკი 17 წლის იყო, როდესაც იტალიის საუკეთესო მუსიკოსად აღიარეს, ხოლო 2000 წელს „მსოფლიოს საგანძურის“ გამარჯვებული გახდა.
რა თქმა უნდა, მუსიკალური ხაზით მთავარ როლში ამჯერადაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველია, რომელმაც ლიზას საღამოსთვის სრულიად წარმოუდგენელი ორიგინალური ვერსიები შექმნა. კონცერტის ვიზუალური გაფორმება დათო მაჭავარიანს (კაკადუ) ეკუთვნის.
წყარო: http://jolo.ge/
მასალის გამოყენების პირობები






