მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებდა. ავარიული დაზიანების თაობაზე შეტყობინება კომპანიის ცხელ ხაზზე დღეს დილით შევიდა. ავარიულად დაზიანდა წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური მილი.
სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვდა, რის გამოც დილის 10:30 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება: საქანელას, გულუას, ორბელიანის, ბარათაშვილის, ათონელის, მტკვრის, ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკისა და დოდაშვილის ქუჩებს, საცხოვრებელ კომპლექს „ორთაჭალის ტურფას“ გორგასლის #111-ის კორპუსებსა და იუსტიციის სახლს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე დამატებით ინფორმაციას კომპანია მოგვიანებით გაავრცეებს.
მასალის გამოყენების პირობები






