ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულ ოთხ ქართველ მებრძოლს დღეს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15:00 საათზე დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 12:00 საათზე დაიწყება.
ბაბუშერას აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






