„გურამ დოჩანაშვილი ასეთ სიდუხჭირეში უნდა ცხოვრობდეს???"
საზოგადოება - 17:28, 08 Dec, 2014     7075
„ეს რა საშინელებაა?! სირცხვილი ჩვენ! ვიღაც წერა-კითხვის და ლაპარაკის უცოდინრებს 10-15 ათასი უნდა ჰქონდეთ ხელფასი და გურამ დოჩანაშვილი ასეთ სიდუხჭირეში უნდა ცხოვრობდეს“??? - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია. ეს აღშფოთება მან ლიტერატურულ ბლოგზე (artside.ge) გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გამოხატა.


გურამ დოჩანაშვილი - მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

ლიფტი, რომელმაც დანიშნულების ადგილამდე უნდა აგიყვანოს, ჩვეულებრივია: სხვა ქართული ლიფტების მსგავსად, მასშიც ხუთთეთრიანებს ან ხუთთეთრიანისხელა რუსულ კაპეიკებს ჰყრიან.

სივრცეც დახუთულია, თუ ხუთმა ადამიანმა ერთდროულად მოინდომა შესვლა, აქედან ორი მაინც უნებლიეთ ერთმანეთს ჩაეხუტება. შენობა, რომელშიც ეს ლიფტი მდებარეობს, ასევე ჩვეულებრივია - დაჯღანულფასადიანი, ეზოდანაგვიანებული მრავალსართულიანი ბინა, რომლის სადარბაზოებიც სიგარეტის ნამწვებითაა სავსე და ალაგ-ალაგ შარდის მძაფრი სუნიც იგრძნობა.

ერთი სიტყვით, არაფერი განსაკუთრებული, გამორჩეული, არაორდინარული, უჩვეულო. მაგრამ დანიშნულების ადგილი, ან, უფრო სწორად ის, ვინც დანიშნულების ადგილას დაგხვდება, განსაკუთრებულიცაა, გამორჩეულიც, არაორდინარულიც და უჩვეულოც. ამიტომ გიკვირს, როგორ შეიძლება, „ის“ აქ ცხოვრობდეს? არადა, ცხოვრობს.

ლიფტი დაიძრა და მალე იმ სართულზე ამოჰყოფ თავს, რომელზეც მისი კარებია. კარები ძველია, საღებავგადასული, სახელურდაჟანგებული. ზარი მოშლილია, ამიტომ ფრთხილად აკაკუნებ და გულისცემა აჩქარებული შედეგს ელოდები. სულ რამდენიმე წამში კარები გაიღება და დაინახავ იმ ადამიანს, რომლის შემოქმედებითაც არაერთხელ აღფრთოვანებულხარ, რომლის იუმორზეც არაერთხელ გაგიცინია და რომლის ფანტაზიაც შენთვის ყველა რეალობაზე უფრო რეალურად ქცეულა.

კარებს მოხუცი კაცი აღებს, რომელიც წელში მოხრილა, თავზე ქუდი ჩამოუფხატავს და მხრებზე გახუნებული გადასაფარაბელი მოუგდია. კაცი გიღიმის და რაღაცას გეუბნება, მაგრამ არაფერი გესმის იმიტომ, რომ გაკვირვებისა და მღელვარების პირველი ტალღები დგაფუნით გიხშობს სმენას, იმასღა ახერხებ, რომ მექანიკურად გაუღიმო და მიესალმო.

კაცი შინ გიპატიჟებს, კოჭლობით მიგიძღვის წინ და თან ჟურნალისტებზე გელაპარაკება, რომლებმაც თურმე სიცოცხლე გაუმწარეს, რომელთა დანახვაც კი აღარ უნდა, მაგრამ შენი სმენა კვლავ დახშულია. სამაგიეროდ, ფართოდ გახელილი თვალებით ხარბად ათვალიერებ გარემოს, რომელშიც ამდენი პერსონაჟი დაიბადა, პერსონაჟები, რომლებსაც რეალურ ადამიანებზე მეტად დაუახლოვდი. ოთახი იმდენად ღარიბულია, რომ გული გეკუმშება, მაგრამ სიბრალულისგან კი არა, ბრაზისგან.

კაცი დაჯდა, შემცივნებულ თავზე ქუდი შეისწორა, რამდენიმე ადგილას გახეული გადასაფარებელი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და წინანდებურად გაგიღიმა. შენც იქვე, ხის სკამზე ჩამოჯექი, გულისცემა თანდათან შეგინელდა, მოვლენებსაც შედარებით ლოგიკურად აღიქვამ, თუმცა მაინც გიჭირს იმის დაჯერება, რომ ის ჩვეულებრივი მოკვდავი, წინ რომ გიზის, გულით გიღიმის და რაღაცას გელაპარაკება, გურამ დოჩანაშვილია - ადამიანი, რომელმაც „სამოსელი პირველი“ დაწერა.

მაგრამ რას ელოდი? ფეშენებელურ ვილას, რომლის კარებზეც ოქროში ამოვლებული სპილო იქნებოდა ჩამოკიდებული, ხოლო ოთახებში რენესანსული სტილის ჭაღები? ან იქნებ, მდიდრულ სავარძლებს, ხავერდოვანი გადასაფარებლებით და თეთრი მარმარილოს ოთხკუთხა მაგიდას, რომელიც მადონას სერვისით იქნებოდა გაწყობილი?

რაში სჭირდება გურამ დოჩანაშვილს ეს ყველაფერი, ის ხომ ისედაც არანორმალურად მდიდარია, რადგან ჰყავს ძმები კეჟერაძეები, დიდი კანუდოსელები, ალექსანდრო, თავის უფროს ძმასთან ერთად და დომენიკო? ხოლო ფუფუნება მისთვის ისევე ზედმეტია, როგორც სიტყვა „მაშასადამე“.

დოჩანაშვილი მსოფლიოს ის უმდიდრესი ადამიანია, რომელიც ფეხმორყეულ სავარძელში შემცივნებული ზის და ზამთარში დახეული გადასაფარებლით ცდილობს სითბოს შენარჩუნებას.

აი, თურმე ის შეუსაბამობა, რომელმაც გაგაბრაზა - როგორ წარმოიდგენდი, თუ მსგავსი სიმდიდრის მფლობლს ასეთ გაჭირვებაში იხილავდი...

ბექა ბერულავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42