თბილისის მერიის სამომავლო ინტერესებში შედის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შეძენა, რომლებიც გაზზე ან ელექტროენერგიაზე იმუშავებენ.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა პალიტრა ტვ-ის ეთერში, გადაცემა "საქმეში" განაცხადა.
"დღეისთვის ძირითადად დიზელის საწვავზე მუშაობენ ჩვენთან ავტობუსები. საკმაოდ ასაკოვანი სატრანსპორტო სისტემა გვაქვს და, შესაბამისად, არსებობს გამონაბოლქვის პრობლემა, რომელიც ჰაერს აბინძურებს. ჩვენ, მომდევნო პერიოდში, როცა შესაძლებლობა გვექნება და დავიწყებთ ავტობუსების ჩანაცვლებას, რა თქმა უნდა, უფრო თანამედროვე ავტობუსებს შევიძენთ. ეს იქნება ალტერნატიულ ენერგიაზე – გაზზე, ან ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტობუსები, რომლებიც ეკოლოგიურად უფრო სუფთა იქნება. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკები გვაქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომელიც დაგვეხმარება შესაბამისი კვლევის გაკეთებასა და შემდეგ დაფინანსების მოძიებაში", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






