„ბადრი საფლავში ტრიალებს ალბათ, ვინ გაჯეჯილდა მის ტელევიზიაში“- წერს მანჩო გიორგობიანი „ფეისბუქის“! საკუთარ გვერდზე და „იმედის კვირასა“ და ინგა გრიგოლიას აკრიტიკებს. ის ტელეწამყვანს ცრუ ინფორმაციის გაშვებაში ადანაშაულებს.
მანჩო გიორგობიანის პოსტი სოციალურ ქსელში:
„კტო ბი სამნევალსია...
ამიტომაც არ ვუყურებ შაბაშისტკა გრიგოლიას.. ტყუილი.. ტყუილი და ბოტოქსი ...
p.s. სამინისტრომ ოფიციალურად უნდა მოსთხოვოს პასუხი და აღიარებინოს, რომ გადაცემაში გასული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს!
ეკა სილაგაძე
Nikusha Oqriashvili ხელფასებს რომ თავი დავანებოთ, ინგა გრიგოლიას პირველ ბლოკში მოწვეული ჰყავდა ორი ქალბატონი,რომლებიც გარე ვაჭრობით ირჩენენ თავს. მათ შორის, ერთ-ერთი ქალბატონი აფხაზეთიდან დევნილი თალიკო ჯანჯგავაა, მან პირდაპირ ეთერში თქვა ტყუილი, რომ ის გურამიშვილის ქუჩიდან გამოასხლეს და
ქირით ცხოვრობს.
მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ეს ქალბატონი ქირით გაიყვანა დევნილთა სამინისტრომ და ბუნებრივია ქირას უხდის სამინისტრო.
დასასრულს, დევნილთა სამინისტრო ქუჩაში დევნილებს არ ყრის ნაციონალებისგან განსხვავებით!
ჩვენ დავუკავშირდით გადაცემის
პროდიუსერს და ვთხოვეთ, რომ საზოგადოება არ
შეეყვანათ შეცდომაში და სტუმრის მიერ არასწორად გაჟღერებული ინფორმაცია შეესწორებინათ,
თუმცა მათი მხრიდან ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. მათ, გადაცემის დასრულებამდე რამდენიმე
წუთით ადრე, შემოგვთავაზეს მივსულიყავით სტუდიაში. ბუნებრივია კვირა საღამოს და იმ პირობებში, როცა გადაცემა დასასრულს უახლოვდება ეს შეუძლებელია. ასევე შევთაავაზეთ ჩართვა პირდაპირ ეთერში, ჩაერთვებოდა დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია, მაგრამ სამწუხაროდ დეპარტამენტის უფროსის ჩართვა არ ისურვებს გადაცემის პროდიუსერებმა“.
მასალის გამოყენების პირობები






