2013 წელს აშშ-მ პუტინის საყვარელი მომღერალი გრიგორი ლეპსი „შავ სიაში“ შეიყვანა და მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სინდიკატი "Братский круг"(ძმათა წრე) "მნიშვნელოვან ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებათა" რიცხვს მიაკუთვნა.
დანაშაულებრივი დაჯგუფება „ძმათა წრე“ ევროპის, შუა აზიის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ს ტერიტორიაზე მოქმედებს. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ნარკოტიკებით ვაჭრობაა.
ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონტროლირებად სიაშია შეყვანილი ის ეჭვმიტანილი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაახლოებულნი არიან კრიმინალურ სინდიკატთან "ძმათა წრე": არტურ ბადალიანი, გრიგორი ლეპსვერიძე(გრიგორი ლეპსი), ვადიმ ლიალინი, სერგეი მოსკალენკო, იგორ შლიკოვი და იაკობ რიბალსკი. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ვინმე ვლადისლავ ლეონტიევთან და გაფურ რახიმოვთან კავშირში, რომლებიც კრიმინალური დაჯგუფებების გავლენიან წევრებად ითვლებიან.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია რომ სწორედ ლეპსი ასრულებს კურიერის როლს და ლეონტიევის სახელით გადააქვს ფული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ პიროვნების შავ სიაში შეყვანა, ავტომატურად ნიშნავს ამერიკაში მისი აქტივების დაბლოკვასა და მათთან საქმიანი კონტაქტის აკრძალვას.
მასალის გამოყენების პირობები






