„რუსეთს სურს გამოკეტოს საქართველო მთელი მსოფლიოსაგან მოშორებულ, ძალიან ბნელ და საშინელ ოთახში, ოღონდაც, არა საათნახევრით, არამედ სამუდამოდ“ - ამბობს ნიკა რურუა. ის ლეპსის კონცერტის ორგანიზატორის მიერ ქართველი ჟურნალისტის „დაპატიმრების“ ფაქტს „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე შემდეგი სტატუსით ეხმაურება.
ნიკა რურუა: გ. ლეპსის კონცერტის გასაშუქებლად მისული ქართველი ჟურნალისტის ოთახში გამოკეტვა ამ ტიპაჟის ხალხის მიერ ნიშანდობლივია და გამოდგება განზოგადოებისთვის: ის რაც ლეპსის დაცვამ და პროდიუსერმა გაუკეთეს „მაესტროს“ ჟურნალისტს - კერძოდ საათნახევარი ოთახში გამოკეტვა - სწორედ ისაა, რაც რუსეთს სურს გაუკეთოს საქართველოს:გამოკეტოს საქართველო მთელი მსოფლიოსაგან მოშორებულ, ძალიან ბნელ და საშინელ ოთახში, ოღონდაც, არა საათნახევრით, არამედ სამუდამოდ.
კარგი რამ მოხდა ბრმათათვის თვალასახელად. თუ, რა თქმა უნდა, სიბნელეში დარჩენა არ ურჩევნიათ“.
მასალის გამოყენების პირობები






