დაპირისპირება და კამათი „იმედის კვირაში“
საზოგადოება - 01:27, 08 Dec, 2014     1227
„იმედის კვირაში“ ერთმანეთს გარე მოვაჭრე ქალბატონები გუგული მაღრაძეს დაუპირისპირდნენ... უმრავლესობის წევრის სიტყვებმა მაყურებელიც გააღიზიანა. გუგული მაღრაძემ აფხაზეთიდან დევნილ, გარემოვაჭრე ქალბატონს შემდეგი რჩევით მიმართა:
„არის მცირე გრანტების პროგრამა, მოიძიეთ, გააკეთეთ პროექტი და შეიძლება მიიღოთ კიდეც დახმარება. ან დასაქმდნენ თქვენი შვილები, მათ ხომ მოვალეობა აკისრიათ მშობლების მიმართ, შვილებმა უნდა აიღონ ტვირთი რომ მშობლებს გვერდით დაუდგნენ, უნდა იმუშაონ“...

ამ რჩევა-დარიგებამ სტუდიაში მყოფი ქალბატონები გააბრაზა: „სად იმუშაონ? ვერ შოულობენ სამსახურს... თქვენ კი ერთი დღე გაატარეთ ქუჩაში, ქარში, წვიმაში, და საღამოს როდესაც სახლში მიხვალთ სველი ფეხებით, გაციებული, მერე გადახარშეთ თუ რა მდგომარეობაში ვარ წლების მანძილზე“...
გადაცემის ამ ბლოკს უამრავთა გამოხმაურება სოციალურ ქსელშიც მოჰყვა. აი, რას წერს ერთ-ერთი:
„მარაზმია ამ ჯიბეგასქელებული ყბედი პარლამენტარების და მთვრობის წევრების დემაგოგიის, მორიგი ტყუილების და შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა! თქვენ არ გეცოდებათ ხალხი, თქვენ არ ფიქრობთ ხალხზე, თქვენ ამბობთ მიგვიფურთხებია ხალხისთვისო და ამიტომაც, ჩვენც მიგვიფურთხებია თქვენი თანამდებოებისთვის, სკამებისთვის, თბილი კაბინეტებისთვის რის სიყვარულსაც შესწირეთ ხარკად თქვენი ადამიანობა და ზნეობა!
გუგული მაღრაძე ცინიკურად რომ აცხადებს 60 წლის მერე მშობლებს შვილების რჩენის ვალდებულება არ აქვთო, თავი შეიწუხონ და იმუშავონ შვილებმაო.... მაინტერესებს, სად იმუშაონ?! გუგული მაღრაძე, ეკა ბესელია, მარგიშვილი, გუბაზ სანიკიძე და სხვები სახელმწიფოს უნდა მართვადნენ და ახალგაზრდები უნდა მუშაობდნენ მრეცხავებად, მწმენდავებად და ა.შ. ?!
ახალგაზრდობას რომ მოუწოდებთ, გადით და იმუშავეთო, ქმნით სამუშაო ადგილებს, გვთავაზობთ ელემენტარულ პირობებს მაინც?... იქურდონ, იავაზაკონ, სინდისით ივაჭრონ??? რა ქნან ახალგაზრდებმა? თქვენ გეკითხებით! ბიუჯეტი-ჭამია ვირთხებს უნდა შეეწიროს ქართული სახელმწიფო “?!




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42