თინა მახათაძეს თვეში 275 ლარი აქვს, რასაც გორის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადასახდელად აგროვებს. ის არ ისვენებს არცერთი დღე.
თინა უნივერსიტეტში მეოთხე კურსზეა, ისტორიის სპეციალობას ეუფლება. თბილისში კი ფოტოგრაფიის ერთწლიან კურსებზე ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლობს.
თინა ამბობს, რომ მის ოჯახს არ აქვს შემოსავალი, ამიტომ სწავლისთვის ფული თავად უნდა შეაგროვოს. ,,გარდა იმისა, რომ მე ვმუშაობ, სხვა შემოსავალი არ გვაქვს და ისიც ჩემი ხელფასი მთლიანად ჩემს სწავლას ხმარდება. როცა წვიმებია სახლში მივდივარ ხოლმე სულ სველი... შემოდგომა მეზიზღება და ბევრჯერ თითებზე დამითვლია, რომ თიკო სამი შემოდგომა დაგრჩა, ორი დაგრჩა... თუმცა არ ვუჩივივარ, მადლობელი ვარ... ბევრს ესეც არ აქვს“ - ჰყვება თინა მახათაძე ,,პოსტსკრიპტუმთან“.
თინა გამთენიისას 6-ზე ან 7 საათზე იძნებს და 9-ზე იღვიძებს. გოგონა ხაშურიდანაა და გორში დეიდასთან ცხოვრობს. სახლში რომ მიდის მეორე დღისთვის ახალ ცოცხს კრავს.
,,სწავლა ერთადერთი გზა იყო, რომ მე გადავრჩენილიყავი და ჩემი ადგილი მეპოვა საზოგადოებაში. როცა ცოცხი ამიღია ხელში, არავისი არ შემშურებია. ყოველთვსი ვფიქრობ, რომ იმ ადამინმა იშრომა და ამიტომაც აქვს. მეც თუ ვისწავლე და ვიშრომე, ეს სწავლა აუცილებლად შედეგს გამოიღებს“.
თინას კურსელები ამბობენ, რომ მისგან მაგალითი უნდა აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მშობლები გვიხდიან, თიკო მაინც ჩვენზე უკეთესად სწავლობს - ამბობს ერთ-ერთი კურსელი. თუნა ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის კოორდინატორია. დღის განმალობაში იქ შერბენასაც ახერხებს.
საღმოს თინა თბილისში ფოტოგრაფიის კურსებზე დადის. ამბობს, რომ ფოტოგრაფია მამას უყვარდა და მანაც გადაწყვიტა ამ პროფესიას დაუფლებოდა. ,,იმისთვის, რომ კამერა მქონოდა, ბევრ რამეზე უარი ვთქვი, ბოლოს ავდექი და სესხი გამოვიტანე“.
სახლში მატარებლით მგზავრობის დროს სოციალურ თემატიკის ფოტოებსაც იღებს. იშვიათად სახლში ხაშურშიც ჩადის. თინაც ოჯახს სოციალური დახმარება 2013 წელს მოუხსნეს.

,,ღარიბმა არ უნდა ისწავლოს. როგორ უნდა მიეღო დაფინანსება როცა მომზადება კი არა წიგნიც არ ჰქონია, რომ ესწავლა. 4 წელია ჩემი შვილი ჩემს გვერდით არ ყოფილა. ამისთვის არაფერი არ არის“ - ამბობს თინას დედა.
ბავშვობიდან თინა გაჭირვებაში იზრდებოდა. ბავშვობაში თინას მაყვლის და სოკოს შეგროვებაც უწევდა და ბაზარში ჩაბარებაც რომ თავი ერჩინათ.
თინა 8 წლის იყო, როცა მის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ჯერ ბაბუა გარდაეცვალა, ხოლო შემდეგ მამამ სიცოცხელ თვითმკველობით დაასრულა. ,,სულ მპირდებოდა რომ დაბადების დღეს გადაგიხდიო. 5 თებერვალს ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე თავი მოიკლა... მე არასოდეს გადავიხდი ჩემს დაბადების დღეს“ - ჰყვება თინა.
თინაც ორი ოცნება ჰქონდა. სწავლა უკვე აისრულა, ხოლო მეორე განუხორციელებლეი დარჩა. მას ველოსიპედი უნდოდა ჰყოლოდა. თუმცა ეხლა ეუბნებიან, რომ ის გოგოა და ველოსიპედი არ სჭირდება.
,,დადგება დრო ჩემს ცხოვრებაში, რომ მეც ჩავიცმევ კაბას, გავიკეთებ მაკიაჟს და გავივლი მაღალქუსლიანებზე“ - ამბობს თინა.
ახლა 2000 ლარი დარჩა უნივერსიტეტში გადასახდელი. ამბობს, რომ მაგისტრატურაში ჩაბარებაც უნდა. თუ პროფესიით სამსახური ვერ იშოვა, მეეზოვედ მუშაობა კიდევ რამდენიმე წელს მოუწევს.
,,მე ვარ სტუდენტი, ვარ მეეზოვე, მაგრამ მე ჩემს ღირსებას არ ვბღალავ. მადლობელი ვარ იმის, რაც მაქვს, თუმცა შეიძლება შეცვლა და ეს ჩემზეა დამოკიდებული“
მასალის გამოყენების პირობები






