,,ვესაუბრე ტელეფონით ვინმე ქალბატონ ლელას, რომელიც არის ლეპსის პროდიუსერი და მან თქვა რომ იყო აღშფოთებული ჟურნალსიტის მიერ დასმული კითხვებით და მითხრა, რომ ვიდრე ვიმე არ მოაკითხავს, მანამდე არ გამოუშვებს ოთახიდან. ჟურნალისტს არ აქვს შეზღუდული საბედნიერო კომუნიკაციის საშუალება, ის არის დაცვის გარემოცვაში, მას სთხოვენ, რომ წაშალოს მასალა. მისი თქმით, სულ იყო დასმული სამი კითხვა, პირველი - როგორ მოგწობთ თბილისი, მეორე შედარებით მტკივნეული , რომელიც მოიცავდა ასეთ კონტექსტს, რომ ის ინფრომაცია, რომელიც მასზე წინასწარ გავრცელდა, უხერხულობას ხომ არ უქმნის და მესამეც რაღაც მსგავსი, რაზეც მომღერალმა თავად უპასუხა მოკლედ - ,,არა“. ამ მოკლე კითხვების გამო ჟურნალისტი და ოპერატორი არიან თავისუფლებააღკვეთილები და მათ შეეშალათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი. ჩვენ ვეცდებით, რომ დავადგეთ სამართლებრივ გზას, მივმართეთ პატრულს და გავარკვევთ, რა მიზნით მოხდა ეს კონკრეტული ფაქტი. თუმცა ერთიც ვიცით, რომ ჟურნალისტი და მისი ოპერატორი ამ თავხედობის გამო ტელეკომპანია მაესტროს დატოვებდნენ. არ ვიცი ვიზი ზურგით და იმედით უთხრა ეს პროდიუსერმა. მაესტროში არავის გავლენა არ ვრცელდება, მითუმეტეს ლეპსის“, - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






