ინფრომაციას ,,გურიის მოამბე“ ავრცელებს.
ლადო მენაბდე, "რუსთავი 2" კორესპონდენტი:"მატჩის დასრულების შემდეგ, ვინაიდან მატჩისშემდგომი ინტერვიუები მოასპარეზე კლუბების მწვრთნელების მიერ, სპეციალურ საპრესკონფერენციო დარბაზში არ იმართება, ჩვენ, საფეხბურთო მოედანის ბოლოს, გასახდელში შესასვლელის წინ ვწეთ ხოლმე ორთავე გუნდის მთავარ მწვრთნელებს, პირველი ლადო ბურდული ჩავწერეთ (ბოლნისის "სიონი"), შემდეგ, თემურ ლორია (ლანჩხუთის "გურია") და გამოსასვლელისაკენ დავიძარით.
ამ დროს, გამოსასვლელთან ახლოს, ტრიბუნაზე შემომდგარი ადამიანი უშვერი სიტყვებით იგინებოდა და ფიზიკური ლიკვიდაციით იმუქრებოდა, მე განსაკუთრებული ყურადღება თავიდან არ მივაქციე, იმიტომ, რომ, ეს სამწუხარო შეძახილები ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა ქართულ სინამდვილეში, როცა რამდენიმე გულშემატკივარი მატჩის არბიტრებს ელოდება გასასვლელთან და მათ აგინებს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან მეგონა საქმე. მაგრამ შემდგომში, როცა ამ ადამიანმა "რუსთავი 2" და ჩემი გვარი ახსენა, მივხვდი რაშიც იყო საქმე. დაბნეული ვუყურებდი და ვუსმენდი და ვერაფერი გავიგე რას მერჩოდა. იძახდა რომ მე და "რუსთავი2"-ს "დედა გვე..ბა". თუ ასე არაა ამას ის თავად გააკეთებს. რომ გამანადგურებს პირადად, რომ ვართ "იეღოველები" და "ათასი ჯურის სექტანტები", "ვამზადებთ ხალხს სისხლისღვრისათვის", "ვებრძვით ქვეყანას", და სულ გვაგინებდა, "დედას", "დედის სულს" (იცის რომ დედა გარდაცვლილი მყავს), მემუქრებოდა, რომ თუ კიდევ ერთხელ გავბედავდი და ლანჩხუთში ჩამოვიდოდით მე ან რომელიმე ამ კომპანიის წარმომადგენელი "ყელს გამოგვჭრიდა". მიუგზავნა რამდენიმე პირი ოპერატორს და იმასაც ემუქრებოდნენ, რომ მას არ "გაებედა და ეს ყოველივე არ გადაეღო". შესაძლოა ამ ყოველივესათვის ყურადღება არ მიმექცია, რომ არა მისი ახლო დამოკიდებულება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან. უშუალოდ ბატონი ზაზა იმყოფებოდა სტადიონზე და თავად აძლევდა დირექტივას ცინცაძეს, როგორ მოქცეულიყო და ყველაზე ხშირად რა ეგინებინა ჩემთვის. ძალიან ვწუხვარ და ასევე არ მესმის, მერამდენედ ვაშუქებ უკვე მატჩს ლანჩხუთიდან და ასეთი არაფერი მომხდარა. ასევე ვწუხვარ იმის გამოც, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი პოლიციელი იყო და ... არანაირი რეაგირება. აქედან გამომდინარე ლანჩხუთის პოლიციისათვის მიმართვას აზრი არა აქვს და თუ ქალბატონი ნინო გიორგობიანი დაინტერესდება, რა გახდა ამ პოლიციელთა პასიურობის მიზეზი, კარგი იქნება. მაშინ როდესაც იმავე მატჩის მსვლელობისას, იმავე პოლიციელებმა ადამიანი სტადიონიდან მსაჯის გინების გამო გააძევეს, რაც კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ის გინება იყო, ეს კი.. პატივცემული მოკვლით გვემუქრებოდა. თანაც ეს ცინცაძე "ქართული ოცნების" ფაქტიური ლიდერია ლანჩხუთში."
მასალის გამოყენების პირობები






