ეს რა ვიხილე!
ორთაჭალის გზას მიუყვებოდი. გავხედე მეტეხის ტაძარს პირჯვარი გადავიწერე და ვახტან გორგასალი შემომეგება, გამახსენდა ქართველთა მოდგმის გმირები, რომელებმაც ფარნავაზიდან დღემდე მოგვიტანეს მართლმადიდებლური ქრისტიანული სულისკვეთება. ცრემლი თვალიდან გადმომვარდა და გულში ჩამეწვეთა. უეცრად გავხედე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ახლად აშენებულ მრავალ სართულიან მშენებარე საცხოვრებელ სახლებს. სადაც ვიხილე ბოლო სართულზე მუსლიმანური მეჩეთების მწვერვალები. ვიფიქრე ბაქოში ან არაბეთში ხომ არა ვარ მეთქი...
როგორ შეიძელება ხალხო, მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ ქავეყანაში, რომელიც დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქრისტიანული ქავყანაა. გავიხსენოთ ასიათასი წამებული ქართველნი, და მრავალნი ვინც ქრისტიანობას და ქართველობას შესწირეს თავი ამაყად, გმირებად იქცნენ. ქართველობა წაგლიჯეს, ახლა კი საქართველოს წარმოსადეგ რაიონ-ქალაქებში და განსაკუთრებით საქართველოს გულში, თბილისში! მუსლიმანური მეჩეთების გუმბათოვანი სახლები შენდება. მემგონი სტუმარი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს იფიქრებს გზაზე მიმავალი ჯერ შორს არის საქართველომდე მიმავალი გზაო. უბრალოდ სამარცხვინოა ასე რომ ხდება ყოველივე, ეს ყოველივე დამამცირებელია იმ გმირთა სულებისათვის, რომლებმაც თავი შესწირეს, დღემდე საქართველო და ქართველი ერი მოგვიყვანეს.
მე ვენაცვალე ყველა სარწმუნოებას და ერებს, თაყვანს ვცემ, მაგრამ ეს სამარცხვინოა. ოდიდგან საუკუნეების მანძილზე ხმლით ვერ მოგვერივნენ, ვერ დაგვძლიეს და დღეს მატერიალიზმით გვიგერიებენ, ყელში ამოსასვლელი ფაქტები ფიქსირდება, ინვესტიციის ჩადების გამო. ქართველო ერო! ნებისმიერ წარმოამდგენელს ნუ მივცემთ უფლებას გაყიდოს ჩვენი მიწა-წყალი. ნუ გავყიდით საკუთარ რწმენასა და ეროვნებას, მომავალს ფულის გამო ნუ დაუკარგავთ მამა-პაპისეულ მიწა-წყალს. ეს ყოველივე ისტორიის ფურცლებზე იქარგება და დამერწმუნეთ თვითეული ჩვენგანი სამარცხვინოთ შევალთ საქართველოს ისტორიაში, თუ ამას არ არმოვფხვრით ძირ-ფესვიანად. როგორ შეიძლება საცხოვრებელ სახლებში, რადგან მათი სამშენებლო კომპანიებია და თავად სდებენ ინვესტიციას „ენა, მამული, სარწმუნოება“- შევწიროთ. ნუთუ არქიტექტორებს ასეოდენ დაეხუჭათ თვალები, რომ პროექტის შედგენის დროს ვერ დააკვირდნენ საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე მეჩეთის გუმბათების გამოხატულობას. ეს ყოველივე სირცხვილია, შიში მიპყრობს მალე იმ ტომებს დავემსგავსებით ვინც გადაშენდნენ!
რა ჯანდაბად მინდა ევროკავშირი, რა ჯანდაბად მინდა ევრაზიის კავშირი, მე მინდა დამიბრუნდეს ჩემი მართლმადიდებლური, ქრისტიანული ქართველობა. მწამს უამრავ ქართველს სურს ჩაგვეწეროს პირადობის მოწმობაში ეროვნება ქართველი. ჩვენმა შთამომავლობამ უნდა იცდეს „ვისი გორისანი ვართ“! ქართველები ერთმანეთის ჯენჯვიში ეროვნება და წოდება დავკარგეთ. წოდება რომელიც უფლის წალკოტს ეკუთნის და დედაღვთისმშობლის წილხვედრად გახლავთ აღიარებული. ამ ყოველივეს საკმაოდ დაფიქრებულად და სათანადოთ უნდა მოვკიდოთ და „ქუდზე კაცი“ გამოვიდეს. ებრაელი ერი გაცამტვრებულ თავის კუთვნილ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ და აღაშენეს თავიანთი ქვეყანა ისრაელი.
ხელი-ხელს ჩავკიდოთ ქართველებო! ვისაც კიდევ გვიდუღს სამშობლოს სიყვარული გულში. ნუ დაგვავიწყდება გიორგი სააკაძეს შვილის თავი რომ მიართვეს, ერისა და ქვეყნის სიხარული ამაყად გაიზიარა და კვლავ სამშობლოს სადარაჯოზე საბრძოლველად წავიდა. ეს ყოველივე სამარცხვინოა! საცხოვრებელ სახლზე მეჩეთის გუმბათები იმზირებიან და ბარემ ყურანებიც დავიდოთ სახლებში ბიბლიის მაგივრად. საით მივექანებით, ჩემო ქართველნო! ეს უკვე თვით ერის ლიკვიდაციას უდრის, მე არ ვიცი ნუთუ სჯობს საქართველო უქართველოდ დარჩეს მატერიალური გაჭირვებისა და სიდუხჭირის გამო? დრო იყო როცა ქართველი ყანაში თოფის გარეშე არ მიდიოდა და დღეს რაგვჭირს? რა გვემართება? რატომ ვხუჭავთ ყოველივეზე თვალს?! ეს ყოველივე სამარცხვინოა ქართველო ერო სამარცხვინო! ნუ დაუშვებთ რჯულისა და რწმენის აღმოფხვრას. სამომავლოდ დღევანდელი მატერიალური ინვესტიციების გამო! როგორ ძლებდნენ ჩვენი მამა-პაპანი ლამფისა და ჩირაღდნების შუქზე, ვისაც არ ქონდა სოციალური ქსელი და დღევანდელი ცივლიზირებული საყოფაცხოვრებო ცხოვრება. ნუთუ ტკივილი არ არის ქართველი ერისა რომ მლიქვნელობით, პირფერობით ფულის გამო ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ჩვენი დედები გადახვეწილნი სხვის სახლებში ოფლსა და სისხლის წვეთებს ღვრიან, თავიანთი პირმშოს აღზრდის გამო. დაინგრა ოჯახები, შვილებმა მშობლების პატივისცემა და სიყვარული დაკარგეს, რას უნდა ველოდეთ მომავლისაგან?
ქართველნო! ჩვენი ჭაპანი ჩვენ უნდა ვზიდოთ, აქ ჩვენს მიწაზე ვიშრომოთ და გავძლიერდეთ. აქ პურის ნამცეცის ძიება სჯობს ვიდრე საბოლოდ ჭერი დაგვემხოს თავზე და უცხოერების წარმოამდგენლებს ვეკითხებოდეთ: შეიძლება თუ არა ჩვენს სამშობლოში შემოვდგათ ფეხი...
მაგრამ იმედს ვიტოვებ, ყველა ქართველი ერთ მუშტად შევიკვრებით! გავიხსენებთ: ფარნავაზის, ვახტანგის, დავითის, თამარის, ერეკლეს დროის ხანას და ჩვენში მოვძებნით უამრავ ქართული მიწისთვის შეწირულ პატრიოტი ქართველების ფესვზე აღმოცენებულ სულით აღზრდილ უძლიერეს დავით აღმაშენებელს!!!
იროდი ასანაშვილი
თბილისი
5.12.2014წ.
მასალის გამოყენების პირობები






