ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნის
საზოგადოება - 15:00, 06 Dec, 2014     4081
აფხაზეთიდან, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია, გამოკვლევა სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა და პროცესს 6 თვე დასჭირდა.

გადმოსვენებული ნეშტები ერთ ოჯახს ეკუთვნის.როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხივე ნეშტი ეკუთვნის ერთ ოჯახს და ისინი არიან ბელა ზალდასტანიშვილის 2 შვილი და ორი ძმა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წინა მინისტრ დავით დარახველიძეს და ჩემს მოადგილეს. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან კონსტრუქციული მიდგომა აფხაზური მხარის მიერ. სწორედ ასეთი თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი ცხედრების გადმოსვენება ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან. ოთხი მათგანის იდენტიფიცირება მოხდა. ყველანი არიან ერთი ოჯახის შვილები. ტყუპი ძმები ნუკრი და ვასილ წიკლაურები. მაშინ 30 წლის იყვნენ და მათი დის შვილები, 23 წლის და 25 წლის ძმები ზურა და თენგო ზალდასტანიშვილები. ისინი იყვნენ უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები და 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმში სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის გამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ. მათი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.
იდენტიფიცირებული ოთხი ნეშტი ოჯახის წევრებს უკვე გადაეცემა. ცნობილია, რომ 9 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიიღებს და დალოცავს მათ. იმავე დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი. ოთხივე ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს დევნილთა სამინისტრო გაიღებს.
როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ. სუბარის განცხადებით, პარალელურად გრძელდება მუშაობა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42