საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა სავაჭრო დეფიციტია - აზიმ სადიკოვი
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:26, 05 Dec, 2014     3204
სავალუტო კურსის რყევები არ გამოიწვევს საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას - ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა განუცხადა.

სადიკოვი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის მიზანი არა კურსის ფიქსირება, არამედ ფასების სტაბილურობაა. იგი იმედოვნებს, რომ თუკი ლარის მერყეობა ფასების ცვლილებაში გადაიზრდება, ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები, ინფლაცია საანგარიშო მაჩვენებლამდე დააბრუნოს.

"ბოლო ხანს სავალუტო კურსში შეინიშნებოდა რყევები, მაგრამ ეს რყევები არ გამოიწვევს საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას. მაკროეკონომიკური ფუნდამენტის ძირითადი მაჩვენებლები მყარი და ძლიერია, ლარი თვითონ არის მცოცავი კურსის მქონე ვალუტა. ეროვნული ბანკის მიზანს არ წარმოადგენს კურსის ფიქსირება. ეროვნული ბანკის მიზანია, ფასების სტაბილურობა. ეროვნულ ბანკს აქვს ინფლაციის საანგარიშო მაჩვენებელი, რაც შემდეგი წლისთვის 5 პროცენტს შეადგენს. თუ ისე მოხდა, რომ ლარის მერყევობა გადაიზარდა ფასების ცვლილებაში ანუ ინფლაციაში, ამ რაოდენობით, რომელიც საანგარიშო მაჩვენებლებს აღემატება, მაშინ ეროვნულ ბანკს, დარწმუნებული ვარ, გააჩნია რეზერვები და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომ ჩაერიოს და ინფლაცია დააბრუნოს საანგარიშო მაჩვენებლამდე. მართალია ლარის კურსის ვარდნა მოხდა ძალიან მცირე პერიოდში და ეს მერყეობა ძალიან დიდად გამოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ლარი იყო სტაბილური, მაშინ, როდესაც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი ვალუტა ამ 12 თვის განმავლობაში გაუფასურდა. ამ ქვეყნებში ვგულისხმობ რუსეთს, უკრაინასა და სომხეთს", - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.

მანვე ლარის კურსის მერყეობის რამდენიმე მიზეზე ისაუბრა. ამასთან, სადიკოვნის თქმით, საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა სავაჭრო დეფიციტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე ეს ექსპორტზე გადის.

"თვითონ დოლარიც ძალიან ბევრი ვალუტის მიმართ გაძლიერდა. ჩეხური და პოლონური ვალუტები 10 პროცენტით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში. ამანაც იქონია თავისი გავლენა. არ გვაქვს ჯერ ნოემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები, მაგრამ სავარაუდოდ ექსპორტი შემცირდა და, შესაბამისად, უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა ქვეყანაში. ამანაც გამოიწვია დისბალანსი ლარსა და დოლარს შორის.

საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შედეგი არის, რომ მათი ადგილობრივი ვალუტა უფასურდება. გვჭირდება სტრუქტურული ცვლილება, რომელიც გააძლიერებს ეკონომიკას, გაზრდის ჩვენს პოტენციალს და ჩვენ ექსპორტზე უფრო მეტის გატანა შეგვეძლება“, - განაცხადა სადიკოვმა და აღნიშნა, რომ საჭიროა ზრდა, რომელიც ჩვენს საწარმოო ექსპორტს გააძლიერებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42