მარკუს მეტრეველი კულტურის მინისტრს მიმართავს - ,,რა დააშავა ქართველმა?“
კულტურა - 19:02, 05 Dec, 2014     2597
მივმართავ კულტურის სამინისტროს.

პატივცემულო მინისტრო!

მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა თქვენს მიმართ, როგორც სხვა ჩემს კოლეგას, ასევე მეც მაქვს სურვილი რომ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება და თუნდაც გულისტკივილი, იმ ფაქტთთან დაკავშირებით, თუ რა ხდება კულტურაში და ზოგადად შიუ ბიზნესში.

როგორც წესი კულტურა და შოუ ბიზნესი არის ქვეყნის ფასადი, რომელსაც სჭირდება მუდამ მოვლა, გაფრთხილება და განახლება.

მე მესმის, რომ უკეთებთ პროპაგანდას ამერიკულ მუსიკას, ჯაზს. ეს ძალიან კარგია მაგრამ რა დააშავა ქართულმა? თუ კი ქართულს არ ექნება ხელის შეწყობა, დაფინანსება, ფიქრობთ, რომ ოდესმე რამე ეშველება და დადგება პროგრესულ გზაზე?

თუ კი ფინანსდება სხვადასხვა თეატრალური ფესტივალი, კინო ფესტივალი, კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ღვინის ფესტივალი და ასე შემდეგ, რა დააშავა თანამედროვე პოპ კულტურამ?

მოვიყვან არგუმენტად სახელმწიფო პრიორეტიტებს.

თუ სახელმწიფო აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესს, თუ კი სახელმწიფო ცდილობს რომ რებრენდინგი გაუკეთოს ღვინოს რომ უკეთესად გაყიდოს საზღვარგარეთ, თუ მინერალურ წყლებს უკეთებენ რებრენდინგს, განახლებას, ხომ შეიძლება რომ ერთხელ მაინც მოხდეს სახელმწიფოდან ეგრეთწოდებული რებრენდინგი ქართულ შოუ ბიზნესში და მოხდეს დაფინანსება, რომ შემოვიდეს უკვე წარმატებული ლეიბლები ქვეყანაში.

შეიქმნას საპროდიუსერო ცენრი, მუსიკალური ტელევიზიები, დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები აშენდეს.

ზოგიერთები რომელთა გვარსაც არ დავასახელებ არ თვლის შოუ ბიზნესს "ესტრადას" კულტურად და ხელოვნებად არ მიიჩნევენ, მაგრამ ეს ხომ გაუნათლებლობის და უვიცობის ბრალია?

უამრავი ნიჭიერი მომღერალი ცდილობს, რომ დატოვოს სამშობლო. თავი შეაფაროს სხვა ქვეყანას, რომ აქ არ ეძლევათ რეალიზაციის საშუალება, წლიდან წლამდე სრული უმოქმედობაა, ამ დროს კი ისევ მოუწოდებთ მომღერლებს რომ " წელსაც დაგასვენებთო" ეს ამონარიდი ჩემი კოლეგებისგან დავაკოპირე.

თუ კი მილიონებს უხდით იმ ვარსკვლავებს რომლებსაც იწვევთ საქართველოში, ხომ შეიძლება რომ ეს მილიონები და ათასები ქართულ შოუ ბიზნესშიც ჩაიდოს.

საქართველოში არსებობენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებიც სამწუხაროდ ჩრდილში არიან. ეს ისევ სახელმწიფოს ბრალია რომელიც არ არის დაინტერესებული თავისი ქვეყნის პოპ კულტურით.

ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება: თუ პროფესიონალების ნაკლებობას განიცდის კულტურის სამინისტრო , ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, ვისაც შესაბამისი გამოცდილება და განათება გვაქვს მიღებული საქართველოს ფარგლებს გარეთ.

საქართველოშიც იბადებიან მადონები, ჰიუსტონები, ჯექსონები და ფრედი მერკურები, მთავარია ყურადღება და დაფასება

პატივისცემით

მ.მეტრეველი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42