„საქართველოს ბანკმა" „პრივატბანკის" ქართული ფილიალი შეიძინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:29, 05 Dec, 2014     2277
საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ბანკმა უკრაინულ „პრივატბანკთან" გაფორმდა შეთანხმება მისი ქართული შვილობილის - სს „პრივატბანკის" (მთლიანი აქტივების მიხედვით საქართველოში სიდიდით მე-9 ბანკის) 100% აქციების შესყიდვის შესახებ. დღესვე, საქართველოს ბანკმა განაცხადა მისი ჰოლდინგური კომპანიის მიერ 3.59 მლნ ახალი აქციის ემისიის თაობაზე, რის შედეგადაც მოხდა 114 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. ხსენებული განთავსებიდან მოზიდული კაპიტალის ნაწილი მოხმარდება საქართველოს ბანკის მიერ „პრივატბანკის" 100%-იანი წილის შესყიდვას, 51 მლნ აშშ დოლარად.

„პრივატბანკის" შეძენა შესაძლებლობას მიცემს საქართველოს ბანკს კიდევ უფრო გაამყაროს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით. ხსენებული შესყიდვის შედეგად, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%-ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%-ით გაიზრდება. კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბანკის მომსახურების ქსელიც, ვინაიდან „პრივატბანკი" საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს. შესყიდვა ასევე პოზიტიურად აისახება საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესზე „პრივატბანკის" მფლობელობაში არსებული ბანკომატების (429) და POS ტერმინალების (1,929) შემოერთებით.

საქართველოს ბანკმა, ასევე განაცხდა მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების თაობაზე, რომელთა შედეგად, ბანკის სტრუქტურა შესაბამისობაში მოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ მოთხოვნებთან, რაც დაკავშირებულია კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვასთან. ბანკის განახლებული კორპორაციული სტრუქტურა გულისხმობს იურიდიულ რესტრუქტურიზაციას, რომლის შედეგად მოხდება საბანკო-საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. გამიჯვნის შემდგომ, არაპროფილური ბიზნესები გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და საქმიანობას განაგრძობს ბანკისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად. ახალი კორპორაციული სტრუქტურის ძალაში შესვლა და არაპროფილური ბიზნესების გამიჯვნა განხორციელდება 2015 წლის ბოლომდე. სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ მოხდება მენეჯმენტის გამიჯვნა საბანკო და არასაბანკო მიმართულებების მიხედვით და ცვლილებები შევა ბანკის მენეჯმენტის შემადგენლობაში. 2015 წლის ზაფხულში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გადავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ირაკლი გილაური ასევე განაგრძობს მოღვაწეობას საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის ზაფხულიდან საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება მურთაზ კიკორია, რომელიც მანამდე შეასრულებს საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორის მოვალეობას. ბანკის ამჟამინდელი ფინანსური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე დაინიშნება საქართველოს ბანკის ამჟამინდელი დაზღვევისა და ჯანდაცვის მიმართულების - Georgia Healthcare Group-ის („GHG") გენერალურ დირექტორად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42