„რომელიმე თქვენგანის და რომ გაბოზდეს, არ გახევთ ცემაში“?
საზოგადოება - 01:28, 05 Dec, 2014     9603
მწერალი და პუბლიცისტი ლელა კოდალაშვილი „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე იმ მდგომარეობას აღწერს, რომელიც იმ სკოლაშია, სადაც მისი შვილები სწავლობენ. ის ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების გამო შვილებისთვის ახალ სკოლას ეძებს.
ლელა კოდალაშვილი: „მეგობრებო, თუ გეგულებათ საჯარო სკოლა მთაწმინდისა და სოლოლაკის მიმდებარე ტერიტორიაზე:
1. სადაც პედაგოგები ბავშვებს გაკვეთილზე არ აიძულებენ კოლექტიურ ლოცვას და გაითვალისწინებენ მათს ჩამოუყალიბებლობას რწმენაში, ან ზოგიერთის სხვა კონფესიისამი მიკუთვნებულობას.
2. სადაც პედაგოგები გაკვეთილებზე ფილტვებს არ იხეთქავენ ხავილით და არ ისვრიან მერხებს, სკამებსა და სხვა მძიმე საგნებს.
3. სადაც პედაგოგები მოსწავლის მობილურებიდან უნებართვოდ და სისტემატიურად არ რეკავენ და არ იყვედრებიან, რომ მათ პატარა ხელფასი აქვთ და ეს ზარი ისევ მათ (ბავშვების) საქმეს ხმარდება.
4. სადაც პედაგოგები არ მოითხოვენ ბავშვებისგან, რომ უნდათ თუ არა, გაიზიარონ ის შეხედულებები, რომელსაც პედაგოგი აყალიბებს ამა თუ იმ ნაწარმოებსა თუ პერსონაჟზე.
5. სადაც პედაგოგები ქუჩაში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ გავრცელებული პროკლამაციის აგრესიულ ტექსტს იმის შესახებ, რომ ვალენტინობა წმინდანის დღესასწაული კი არა, სინამდვილეში გარყვნილი ორგიაა, ბავშვებს არ უკითხავენ და მერე თავის მხრივ მკაცრ დირექტივას არ აძლევენ , რომ არ გაბედოს რომელიმე ბიჭმა გოგოს ამ დღეს ყვავილი აჩუქოს.
6. სადაც პედაგოგები არ მიმართავენ ბავშვებს სიტყვებით: ორუჯრედიანო, დაუნო, ნახირო, მათხოვარო და ა.შ.
7. სადაც პედაგოგები არ წარმოთქვამენ კლასში ასეთ სიტყვებს: რომელიმე თქვენგანის და რომ გაბოზდეს, არ გახევთ ცემაში? ან რომელიმეს ძმა რომ გეი გახდეს, დედას არ უტირებთ?
8. სადაც პედაგოგები არ ახვევენ ბავშვებს თავზე თავიანთ ოჯახურ კონფლიქტებს, ცუდ განწყობას, დაბალ ხელფასს და არ ეუბნებიან მათ სიტყვებს - ,,თქვენი გულისთვის მათხოვრულ ხელფასზე ვზივარ".
...ბევრს ვითხოვ? არადა, მგონია, რომ ძალიან ცოტას. უბრალოდ, ვეძებ საშუალო განათლების მქონე პედაგოგებს, რომლებიც არიან გაწონასწორებული ფსიქიკის, უყვართ თავისი საქმე და ბავშვებს თავს არ ახვევენ თავიანთ რელიგიურ, სექსუალურ და პოლიტიკურ შეხედულებებს, ისმენენ ბავშვების აზრს საპროგრამო თემებზე. მორჩა, სულ ესაა“...




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42