,,საქართველოში მამაკაცების 90 პროცენტი ბისექსუალია“ - რისი შეეშინდა საბის მკვლელს?
საზოგადოება - 19:30, 04 Dec, 2014     4085
ტრანსგენდერი ("ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი, ესე იგი კაცი ქალის სხეულში ან პირიქით" – ენციკლოპედიური ლექსიკონი), 25 წლის ბექა ბერიანი, იგივე საბი, თბილისში, პეკინის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში მოკლული იპოვეს. შემთხვევა 11 ნოემბერს, ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის 26 წლის მამაკაცმა, ლევან კ.–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა. სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობის შედეგად საბი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის ამბავი მაშინვე გახმაურდა. საბი საკმაოდ ცნობადი სახე გახლდათ, მას ტელეშოუებშიც იწვევდნენ.

"გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ.–ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ.–მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ.–ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და მიიმალა", – ნათქვამია შსს–ს მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გარდაცვლილი ტრანსგენდერის რამდენიმე მეგობარი გამოძიების ამ ვერსიას არ ეთანხმება. "სარკეს" ერთი მათგანი ესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ საბის არავის ვალი ჰქონია. მის საბანკო ანგარიშზე 4000 ლარი ირიცხებოდა.

საბის მეგობარი ანია კოვალენკო:

– დაახლოებით 3 წელი იქნება, რაც საბის ვიცნობ. რაღაც პერიოდი ის ჩემს სახლში ცხოვრობდა. საერთო მეგობრისგან გავიცანი. თავიდან ვმეგობრობდით და ბოლოს ეს დაქალობაში გადაიზარდა. მეც ტრანსგენდერი ვარ. საბი ძალიან განათლებული ადამიანი იყო... არ მინდა, დავიჯერო, რომ ის მოკვდა.

– რა პროფესიის იყო, სად მუშაობდა?

– სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და ბევრ რამეს აკეთებდა. სადაც ფული იშოვებოდა, ყველგან ჰყოფდა ცხვირს. ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი იყო. თუმცა ბოლო პერიოდში თავის პროფესიას არ იყენებდა. საქართველოში ტრანსგენდერობა პრობლემაა, თუ ვიღაც ნაცნობი და "კრიშა" არ გყავს, თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. როგორც ვიცი, ბოლო 5 თვე არ მუშაობდა.

– პეკინზე ნაქირავებში ცხოვრობდა?

– კი, ქირით ცხოვრობდა და თან მარტო.

– მკვლელობის შესახებ როგორ გაიგეთ?

– ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა და შემდეგ საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი ვნახე. ბინა ვიცანი, მასთან ნამყოფი ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა, რომ ეს საბი იქნებოდა. როცა ვინაობა დაზუსტდა, გავგიჟდი!.. მეც და რამდენიმე ჩემი მეგობარიც გამოძიებით უკმაყოფილონი ვართ. როგორც ჩანს, რეალობის აღიარება არ აწყობთ და ყველაფერი ლამაზად გამოიყვანეს.

– თქვენ რა ვერსია გაქვთ, რატომ შეიძლებოდა მოეკლათ თქვენი მეგობარი საბი?

– საბის ჩემზე კარგად არავინ იცნობდა. მას არავის ვალი არ ჰქონია. ერთ–ერთ ბანკში 4000 ლარის ოდენობით ანაბარი ჰქონდა გახსნილი. სხვადასხვა ბრენდის სამოსი ეცვა და, როგორ ფიქრობთ, ამ პიროვნებას ვიღაცის ვალი ექნებოდა? გამორიცხულია, ზღაპარია! იქ სხვა რაღაც მოხდა. 100 პროცენტით ვადასტურებ, რომ მკვლელობა ვალის გამო არ მომხდარა.

ოპერაცია გავიკეთე, 7 ნოემბერს უკვე სახლში ვიყავი, საბის 8–ში ველაპარაკე. 15 ნოემბერს დედამისის დაბადების დღეზე უნდოდა წასვლა, მე უნდა წავყოლოდი. აპრილში თვითონაც აპირებდა ოპერაციის გაკეთებას და, გამორიცხული იყო, ვალი ჰქონოდა. მთავაზობდა ხოლმე, 200–300 ლარი თუ გჭირდება, შემიძლია მოგცეო.

საქართველოში ტრანსგენდერი ყოველთვის პროსტიტუციასთან, ცუდთან ასოცირდება... როგორც ჩემთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში საბი რამდენიმე ადამიანს ხვდებოდა ფულის სანაცვლოდ. ჩემი ვერსია ასეთია: ალბათ საბიმ იმ პიროვნებას ფული მოსთხოვა, შეკამათება მოუვიდათ და ეს ყველაფერი ასე დასრულდა.

– ამბობთ, რომ საბიმ იმ მამაკაცს სექსის შემდეგ ფული მოსთხოვა და ამის ნიადაგზე მოხდა მკვლელობა?

– დიახ. საქართველოში მამაკაცების 90 პროცენტი ბისექსუალია, მაგრამ ამას არავინ აღიარებს. როგორც გითხარით, საბის ბოლო პერიოდში გარკვეულ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა და ეს მკვლელიც ერთ–ერთი მათგანი იყო.

– იცნობთ ამ პიროვნებას?

– მის ამოსაცნობად ვერ წავედი, რადგან, როგორც გითხარით, ოპერაცია ახალი გაკეთებული მაქვს. ტელევიზიით რომ ვნახე, სახე დაფარული ჰქონდა, თუმცა ის 26 წლის ბიჭს კი არა, გაცილებით უფროს მამაკაცს ჰგავდა. ვერც ამოვიცანი.

"ფეისბუქზე" საბის ჩვენს საერთო მეგობართან წერილი იმ დროს ჰქონდა გაგზავნილი, როცა მის მკვლელობას ვარაუდობენ. "კალონკა" მაქვს გაფუჭებული, მეგობარია ჩემთან (სავარაუდოდ, ამ პიროვნებას გულისხმობდა), "კალონკის" გაკეთებას ველოდებით, შხაპის მიღებას ვაპირებთო.

– ერთ–ერთი ვერსიით, მკვლელმა არ იცოდა, რომ საბი ტრანსგენდერი იყო...

– არა! საბი ტრანსგენდერებში განსხვავდებოდა. მას როგორც ვიზუალურად, ასევე ხმაზე ეტყობოდა, რომ ქალი არ იყო. ამიტომ მამაკაცმა 100 პროცენტით იცოდა, რომ ის ტრანსგენდერი იყო. მათ შელაპარაკება მოუვიდათ. ეს კაცი შეიძლება დაოჯახებულიც იყო, საბი კიდევ – ასე თუ ისე ცნობილი და მკვლელს შეეშინდა, მასზე საჯაროდ არ ელაპარაკა.

– თქვენი აზრით, საბი ამით დაემუქრა?

– არა, ის მხოლოდ პატრულის გამოძახებით დაემუქრებოდა. მისი მუქარის ერთ–ერთი მეთოდი ეს იყო. ალბათ მკვლელს ამის შეეშინდა.

– ხანძრის შედეგად ცხედარი დაიწვა?

– როგორც ვიცი, ცხედარი ბოლომდე დამწვარი არ იყო.

– მშობლებთან საბის როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

– მშობლები დაშორებულები არიან. არაჩვეულებრივი დედა ჰყავს. მამას მეორე ქორწინებიდან ჰყავს შვილები, მაგრამ საბისთან მათთან შეხება არ ჰქონდა.

– რამდენი წლის წინ აღიარა ხმამაღლა, რომ ტრანსგენდერი იყო?

– მე–5 წელია. ერთ–ერთ კაფე–რესტორანში მუშაობდა, მაგრამ ტრანსგენდერობის გამო სამსახურიდან გამოუშვეს.

...

მკვლელობას არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" გამოეხმაურა. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ საბი ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო მოკლეს და არ სჯერათ იმ ვერსიის, რომელზეც გამოძიება საუბრობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


წყარო: sana.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42