ილია ელოშვილის თქმით, კომპანიებთან მოლაპარაკების პროცესი იყო რთული. უპირველეს ყოვლისა განისაზღვრა ის რაოდენობა, რომლითაც მოხდარიყო შემცირება. ''იყო თავისი ლოგიკა, რომელიც განსაზღვრავდა ამ 3,5 თეთრს გვქონდა ისეთი ამოცანა, რომ ეს ტარიფი უნდა ყოფილიყო მისაღები კომპანიებისათვის, რომ არ გამოეწვია ამ კომპანიების ნგრევა, უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი კლება საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც ყველაზე მეტად ელოდდა ამ შემცირებას, ყოფილიყო თანაბარი ყველა რეგიონისათვის, და არ უნდა გამოეწვია გრძელვადიანი განვითარები პერსპექტივების და ამ კლებას არ უნდა გამოეწვია მოხმარების ზრდა. ყველა ამ პარამეტრით მოხდა 3,5 თეთრის დაწესება. მოსახლეობის 90% შეუმცირდა 3,5 თეთრით, თუმცა შეიძლება იყოს გამონაკლისებიც,'' - აღნიშნა მან.
მისი თქმით, კომპანიებს სჭირდებათ მოსახლეობის და სახელმწიფოს გვერდში დგომა. დასრულდა პირველი ეტაპი და გაფორმდა 3 თვით უპირობო მემორანდუმი. 3 თვის მერე, შესაძლოა მოხდეს შეჯერება ამ ხელშეკრულების შემდგომ გაგრძელებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






