მიუხედავად იმისა რომ ია ფარულავას ტარიელმა „ფეისბუქზე“ ვინაობა „გაუქმებულით“ ჩაანაცვლა, მაინც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. ამჯერად ის ყოფილი პრეზიდენტის „ლავსთორულ“ ისტორიას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ საქართველოში ვაჟკაცობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმია, თუ რამდენ ქალბატონთან უღალატებს მამაკაცი მეუღლეს-აცხადებს ტარიელ სუარი და შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.
ტარიელ სუარი: „ქვეყნის მთავარსარდალი ყველა სიკეთესთან ერთად საზოგადოებაში მეუღლისადმი ერთგულებასაც უნდა ასხივებდეს. სახელმწიფოში ცოლ-ქმრის ერთგულება, განსაკუთრებით ქმრის ერთგულება სამაგალითო უნდა იყოს ყველასათვის. საქართველოში კი სამწუხაროდ პირიქით არის“...
ტარიელ სუარის ამ სტატუს უამრავი კომენტარი და თემის განხილვა მოჰყვა. შემდეგ კი ტარიელ სუარის განცხადება - „ ჩემთან კი 2 დღეა მიშა პარიკმახერი აღარ ჩანს. დამბლოკა ალბათ“. )))) რასაც ია ფარულავამ მალევე შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „ტარიელ, ნუ ატრაკებ გირჩევნია“.
მასალის გამოყენების პირობები






