დღეს კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი, - "ყავის სმა კულტურის სამინისტროსთან" გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კულტურის სამინისტროსთან ყავის სმის ცერემონიალით, ისინი უწყების არამიზნობრივი ხარჯებს და კოლექტივის უსაქმურობას გააპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სხვა სამინიტროებისგან განსხვავებით პირველ ადგილზე დგას ყავის სმაში. ოფიცილური დოკუმენტაციით, რომელიც საყდრისის კომიტეტმა მოიპოვა 2013 წელს მიხეილ გიორგაძის უწყებამ 10 393 ათასი ლარის ყავა შეიძინა. აქციაზე სამინისტროს მიერ გაწული სხვა არამიზნობრივი ხარჯებიც განსაჯაროვდება.
,,ყავის სმა უსაქმურობასთან , ჭორაობასთან ასოცირდება. ყავას ადამიანი სვამს მაშინ როდესაც განტვირთვა ან ვინმესთან საუბარი სურს, ან უბრალოდ საქმე არ აქვს. ყავის დალევა სამინისტროში პრობლემის და საქმის არარსებობაზე მიანიშნებს. ეს არის კულტურის სამინისტროს ჩვეული პოლიტიკა, რომელიც მუდმივად დაკავებულია და საზოგადოებისთვის არ სცალია. აქცია მიმართულია სამინისტროს ინერტულობის წინააღმდეგ, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებით და დაკავებულია ყავის სმით“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
მასალის გამოყენების პირობები






