დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევას აძლებს.
"მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ხშირად გავანიაოთ ჩვენი სამუშაო თუ საცხოვრებელი ადგილები, სველი წესით დავალაგოთ ეს ადგილები, ნაკლებად უნდა ვიყოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებში. გრიპის საუკეთესო პროფილაქტიკა არის გრიპის საწინააღმდეგო სპეციალური აცრა, რომელიც არის ქვეყანაში და სასურველია ყველა აიცრას. ზამთარში ყველაზე ხშირად გვაქვს გრიპოზული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით ან სხვადასხვა ადენოვირუსებით. საბედნიეროდ, გრიპის ერთი-ორი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის ყოველდღიური მონიტორინგი ხდება, ძალიან კარგი გრიპის ლაბორატორია გვაქვს ლუგარის ცენტრში, რომელიც ყველა ტიპის გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებას ახდენს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






