,,ბოლო პერიოდში, საქართველოში გამოვლენილმა ოჯახური ძალადობის ფაქტებმა საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ მსხვილმასშტაბიან სოციალურ კამპანიას გამოეხმაურა ფართო საზოგადოებრიობა.
ვინაიდან, სულიერებას და რწმენას, ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ინტერრელიური ჯგუფის სხდომაზე, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესია, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელდეს ერთობლივი ქმედებები მოცემული პრობლემის დასაძლევად.
პირველ ეტაპზე მზადდება ვიდეო რგოლი, სადაც ინტერრელიგიური ჯგუფის წევრები მიმართავენ თავიანთ სამწყსოს ოჯახში ძალადობის თემაზე, ხოლო დაგეგმილ კონფერენციაზე შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა აღნიშნული მიმართულებით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
კონფერენცია -„რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ“ ეხმიანება სახელმწიფო კამპანიას „ არა ძალადობას!“ მასზე მიწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიება ხვალ 14:00 საათზე გაიმართება. (მისამართი: ჭავჭავაძისგამზ. 53ა; მე-IV სართ. საკონფერენციო დარბაზი).
მასალის გამოყენების პირობები






