საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით ეროვნული ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება ოფიციალურად აღნიშნეს.
საგამოფენო ცენტრის, ექსპო ჯორჯიას პავილიონში გამართულ კონფერენციას სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ასამდე წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტრატეგიის მზადების პროცესში მოპოვებული ძირითადი შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. მსოფლიო ბანკის მხრიდან, საკონსულტაციო ფირმის Solimar International წარმომადგენელმა ხედვის ფორმულირებასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ გამოცდილებასა და ტურიზმის სტრატეგიებზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებმა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და შემოთავაზებული „ხედვა 2025“ განიხილეს.
საბოლოო დოკუმენტი, სამოქმედო გეგმის სახით, 2015 წლის გაზაფხულზე მომზადდება და მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები






