თბილისის მერთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭო შეიქმნება
საზოგადოება - 18:54, 03 Dec, 2014     1497

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის ამაღლება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ამ მიზნით, თბილისის მერთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის 22-კაციანი საბჭო შეიქმნება, რომელსაც რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს. საბჭო, როგორც მერის სათათბირო ორგანო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დედაქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.

საბჭოს ფუნქციებს შორისაა შშმ პირთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; მერიის შესაბამის სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად, შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების მიღება-განხილვა; შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და დანერგვაში ხელშეწყობა; შშმ პირებთან დაკავშირებით თბილისში არსებული მდგომარეობის შესწავლა-ანალიზი.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ 2015 წლიდან თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამ მეტად მნიშვნელოვან ახალ პროგრამას აამოქმედებს. ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში მომდევნო წლიდან ამოქმედდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა; სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა და სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამა.

აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. დღემდე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურში მხოლოდ ორი - შშმ პირთა საკურორტო მომსახურებისა და ყრუ ინვალიდთა თარჯიმან-დაქტილოლოგების მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა ხორციელდებოდა.

გარდა სოციალური პროექტებისა, თბილისის მერია იღებს ვალდებულებას, რომ დედაქალაქი შშმ პირთათვის ადაპტირებულ ქალაქად აქციოს. ამ მიზნით, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, იქნება ეს საავტომობილო გზების რეაბილიტაცია თუ შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, შესაბამისი კომპანია ვალდებულია, პროექტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნით განახორციელოს - მიმდინარე პროექტებზე დადებულ ხელშეკრულებებში გათვალისწინებულია შშმ პირთათვის პანდუსების მოწყობა. ასეთი პროექტებია: ავარიული სახლების გამაგრება, გზისპირა ინფრასტრუქტურის - ტროტუარების მოწესრიგება, ახალი შენობების, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობა და სხვა. ამასთან, 2015 წელს იგეგმება ახალი ავტოსადგომის მშენებლობის პროექტირება, სადაც შშმ პირთათვის სპეციალური ადგილები იქნება გათვალისწინება.

გარდა ამისა, დავით ნარმანია 2016 წლამდე თბილისში არსებული ყველა მუნიციპალური შენობისთვის პანდუსების მოწყობის ინიციატივით გამოდის. ამისთვის თბილისის მერი გასცემს დავალებას, რომ შესაბამისმა მუნიციპალურმა უწყებებმა შენობების ადაპტირება უახლოეს მომავალში დაიწყონ. ამასთან, დავით ნარმანია მოუწოდებს თბილისში არსებული კაფე-ბარების, მაღაზიებისა და აფთიაქების მეპატრონეებს, მოაგვარონ აღნიშნული საკითხი და საკუთარი ობიექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული დროულად გახადონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42