ლარის კურსი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს - გიორგი ქადაგიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:57, 03 Dec, 2014     3207

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის რყევას ეხმაურება. ჟურნალ "Business Time Georgia"-თან ინტერვიუში ქადაგიძე ამბობს, რომ ლარის კურსი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და მოლოდინებს ასახავს, რაც მისი თქმით, კარგად ესმის მთავრობას.

„დარწმუნებული ვარ, ხარჯების დინამიკა და კომუნიკაცია ისე იქნება წარმართული, რომ მაღალ რყევებს თავიდან ავიცილებთ. ზოგადად კურსის მერყეობა შოკების დაბალანსების ფუნქციას ასრულებს. ჩვენ 2013 წელს პრაქტიკულად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მონეტარული სტაბილურობა შენარჩუნებულიიყო და გაცვლითი კურსის დიდი რყევები არ ყოფილიყო. ეს არ იყო მცირე ინტერვენცია, ეს იყო მნიშვნელოვანი ინტერვენცია, მაგრამ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და ასეთი ინტერვენციების განხორციელების საშუალება სულ არ გვაქვს. რესურსი ფიზიკურად არ გაგვაჩნია. არაა სასურველი, რომ რეზერვები არათანაბარი ხარჯების გასანაიტრალებლად იხარკებოდეს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად აქვს ეროვნულ ბანკს იმის ფუფუნება, რომ ლარის კურსის დასაჭერად ინტერვენციები წელსაც განახორციელოს, ქადაგიძე პასუხობს, რომ "ეროვნული ბანკი ყოველთვის სტაბილურობის გარანტია".

„ეროვნული ბანკის მიზანია, რომ მინიმალურად მოახდინოს ინტერვენციები ბაზარზე, რაც აუცილებელია საბაზრო ეკონომიკის განვითარებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთმოთ ის მონეტარული და ფისკალური დისციპლინა, რომელსაც მივაღწიეთ. მონეტარული დისციპლინა სახეზეა. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში მართვადია. იმის გამო, რომ სხვა ტიპის პრობლემებია, ასეთი დისციპლინის დათმობა არასწორი იქნება და არამგონია, ჩვენ ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ჟურნალ "Business Time Georgia“-ში გიორგი ქადაგიძის სრული ინტერვიუს წაკითხვა ხვალიდან იქნება შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42