„საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასა და პროფკავშირებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
ამის შესახეგ საგანგებო ბრიფინგზე რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ განაცხადა.
როგორც გუნცაძემ განაცხადა, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაფიცული რკინიგზელების ინტერესებს დაიცავს.
"რკინიგზელთა გარკვეული ნაწილის პროტესტი დასრულებულია. მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც რკინიგზის მენეჯმენტის ინტერესებს, ასევე გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელთა გარკვეული ნაწილი გაფიცული იყო, საქართველოს რკინიგზას მოძრაობა არც ერთი წუთი არ შეუწყვეტია",-განაცხადა გუნცაძემ.
მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმების შედეგად 2015 წლიდან ახალი სახელფასო სისტემა დაინერგება, რომელიც თანამშრომლებისთვის გამოცდილების, კვალიფიკაციის და სტაჟის მიხედვით ანაზღაურების პერიოდულ ზრდას გულისხმობდ.
რამდენიმე დღის წინ, რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. ისინი მეცამეტე ხელფასს და სახელფასოს სისტემის შეცვლას ითხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






