დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 1-7 დეკემბერს მართავს კვირეულს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა არაერთი აქცია და ღონისძიება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, 2 დეკემბერს, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
პანსიონატის ბენეფიციარების სურვილითა და გადაწყვეტილებით გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
გამოფენას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამაზ მოდებაძე და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კანდელაკი.
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 1-7 დეკემბერს მართავს კვირეულს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სხვადასხვა აქციები და ღონისძიებები.
კვირეულის ფარგლებში 2 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მეკლდეურობის ფედერაციისა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „Firtst Step"-ის ბაზაზე შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გაიხსნა მეკლდეურობის კედელი, სადაც მსურველებს საშუალება მიეცემათ უფასოდ გაიარონ მეკლდეურობის კურსები.
მასალის გამოყენების პირობები






