მოსკოვის გამზირზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარში დღეს დილით 70 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა.
თავშესაფრის მცხოვრები სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადყოფოდან მალევე გაწერეს.
„რუსთავი 2“-თან საუბრისას ექიმი, რომელიც კარავში მორიგეობდა ამბობს, რომ პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლო.
თავშესაფარს ბოლო ათი დღის განმავლობაში კიდევ ორი ბენეფიციარი გამოაკლდა. ამის მიზეზი, ძირითადად, ქრონიკული დაავადებებია, თუმცა კარვების დასახლებაში ავადმყოფობასთან ერთად ცივი ზამთრისაც ეშინიათ, რადგან კარავში წვიმის დროს წყალი შედის.
მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრებლების თქმით, დაავადებების მიზეზი ხშირად ანტისანიტარიაც ხდება. ჯერჯერობით უცნობია გაუმჯობესდება თუ არა ბენეფიციარებისთვის საცხოვრებელი პირობები. მერიის ინფორმაციით, უსახლკაროთათვის კაპიტალური შენობის აშენება 15 თვეში იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






