თბილისის მასშტაბით გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება
საზოგადოება - 17:48, 02 Dec, 2014     1613

დედაქალაქის მასშტაბით გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. დიდუბის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერმა ქალაქში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც გააკეთა განცხადება. დავით ნარმანიას თქმით, 41 ქუჩაზე კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო თბილისის ათივე რაიონში არსებულ გზებზე დამატებით ხორციელდება გზების ორმოული და ფრაგმენტული შეკეთებები, რაზეც 1,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„თბილისის მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა მიდგომები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. დედაქალაქის ახალმა მთავრობამ უარი თქვა წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკაზე - გაუმართავ და გაუმართლებელ სატენდერო მოთხოვნებზე და, შესაბამისად, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის ბიუჯეტით, დაგეგმილი იყო 33 913 500 ლარის სამუშაოების განხორციელება, საიდანაც აგვისტოს თვის მდგომარეობით, დასრულებული სამუშაოები გეგმის 17,5 %-ს შეადგენდა, მიმდინარე ხელშეკრულებები - გეგმის 52,1 %-ს, გამოცხადებული ტენდერები - გეგმის 9,5 %-ს, ხოლო დაგეგმილი პროექტები - გეგმის 20,8 %-ს. თავისუფალი ნაშთი კი ამ პერიოდში 6 003 ლარს, ანუ 0,02 %-ს.

თბილისის მერიის მიერ ამა წლის აგვისტოს თვეში, საპროექტო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების უსუსურობის გამო, შეჩერებული იქნა 3 206 000 ლარის საგზაო სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერები, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვის შემდგომ, არსებული პროექტების მიხედვით, ხელმეორედ გამოცხადდა 7 მილიონი ლარის სამუშაოები.

არსებული მდგომარობის სიმძიმის გამო, მიმდინარე წლის 15 სექტემბრისთვის საჭირო გახდა დამატებით 11 მილიონი ლარის აკუმულირება, ვინაიდან სარემონტო სამუშაოებს დამატებით 19 მნიშვნელოვანი ქუჩა საჭიროებდა.

საერთო ჯამში, 15 სექტემბრის შემდეგ ხელშეკრულება გაფორმდა 15 500 000 ლარის ღირებულების 35 პროექტზე, რაზეც დღეის მდგომარეობით, სხვა პროექტებთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები როგორც გზების კაპიტალურ მშენებლობაზე, ისე ორმოულ და ფრაგმენტულ შეკეთებებზე.

კაპიტალურად კეთდება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქუჩები. მაგალითად, გოგებაშვილის, წერონისის, ხუდადოვის, ბურძგლას, რუსთაველის, ბათუმის, აჭარის, ჭიაურელის, თიანეთის, აბაშვილის და სხვა ქუჩები. აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო დედაქალაქში მიმდინარე ორმოული სამუშაოები კი 2015 წლის დასაწყისამდე დასრულდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გარკვეულწილად მოაგვარებს საგზაო მოძრაობის მხრივ არსებულ პრობლემებსაც, რაც, ასევე, მძიმე მემკვიდრეობად ერგო თბილისის ახალ მთავრობას. გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად და გამოწვევად რჩება მომდევნო წლისთვისაც. სწორედ ამიტომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ამ მიმართულებით 60 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42