ქალაქ ხაშურში სპორტსკოლის შენობაში დამკრძალავი ბიურო გახსნეს და საბანკეტო დარბაზის გაკეთებასაც აპირებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის“ ხაშურის ფილიალის თავმჯდომარის ზაზა მეხრიშვილის განცხადებით, სპორტსკოლის შენობა ეკუთვნის როინ მახარობლიძეს, რომელიც არის ხაშურელი „ნაციონალების“ თავმჯდომარე და ამავდროულად საკრებულოს წევრიც მან სპორტსკოლა მიაქირავა, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატის, „ქართული ოცნებიდან“- ვალერი გელაშვილთან დაახლოებულ პირებს.
მეხრიშვილის განცხადებით ხაშურში სარიტუალო მომსახურების ბიზნესის ხელში ჩაგდება, ვალერი გელაშვილსა და მის ხალხს უნდა, რომელთა შორის რამდენიმე სასულიერო პირიცაა.
„სპორტსკოლის ეზოში ერთადერთი დასასვენებელი პარკია ხაშურში, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან, იქვეა სტადიონის,შენობაში იყო ცეკვის წრეები, სპორტული სექციები და ამ ცენტრალურ ადგილზე კუბოები და მაცივრები გამოჭიმეს კატაფალკებთან ერთად“- აცხადებ მეხრიშვილი.
მეხრიშვილის განცხადებით, მან გაპროტესტება ცადა და ხაშურის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა, სადაც დაუდასტურეს რომ ეს იყო პირველი კატეგორიის უნებართვო მშენებლობა, თუმცა ამის გამო დაჯარიმება ვერ მოხდებოდა.
„ეს თბილისი არაა, ხაშურია და ვერ დავაჯარიმებ ასეთ უკანონობაზეო. ხაშურში, თურმე, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ ვიცოდი“- ამბობს მახარობლიძე.
მისი თქმით ის ხაშურში სამართალს ვერ პოულობს, რადგან ყველანი ერთმანეთთან შეკრულები არიან და ამ ფაქტის გაპროტესტებას თბილისში აპირებს.
მეხრიშვილის განცხადებით ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ამ ბიძნესით აქტიურად არი ს დაინტერესებული და მარტო დამკრძალავი ბიურო და დარბაზი არ აკმაყოფილებს:
„ახლა სადაც თვითონ ცხოვრობს, იქ არსებული ნაკვეთების შესყიდვა დაიწყო. სასაფლაოს გაკეთება უნდა ამ ტერიტორიაზე.“- აღნიშნავს მეხრიშვილი გაზეთ „ქრონიკა+“- თან ინტერვიუში.
წყარო „ ქრონიკა+“


ფოტოები აღებულია www.facebook.com/khashurixashuri- დან
მასალის გამოყენების პირობები






