"ტაბულას" ძალიან ცოტა მაყურებელი ჰყავს - რატომ საყვედურობს ჟორჟოლიანი ჩერგოლეიშვილს
საზოგადოება - 12:12, 02 Dec, 2014     2472

„ნანუკას შოუ“ ტელეკომპანია „ტაბულას“ ეთერით გასულ გადაცემას განცხადებით ეხმაურება.

„26 ნოემბერს, ოთხშაბათს, ნანუკას შოუში გავიდა გადაცემა, სადაც რესპოდენტი საუბრობდა საკუთარი, საკმაოდ მძიმე ისტორიის შესახებ. წამყვანის რეპლიკებს და რესპოდენტის მონათხრობს მაყურებლის გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

იმიტომ რომ თემა რელიგიური იყო გვესმის, რომ გაცილებით უფრო მეტად მტკივნეული იყო ყველა რეპლიკა, ყველა ემოცია, ყველა კომენტარი. წამყვანმა გააკეთა არაერთი განმარტება. არხმა მოიხადა ბოდიში თუმცა! ერთი ჯგუფი ხელოვნურად, პრობლემის გამძაფრებას უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს.

ტაბულამ გადაცემა "თეორემა" მიუძღვნა თემას, რაც ბუნებრივია ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ არა ყველაზე ელემენტალური ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა.

გადაცემის წამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გაუშვა ეთერში სიუჟეტი, სადაც ნანუკას შოუს წამყვანის ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

გადაცემაში არ გაუშვეს არცერთი სიტყვა იმ რესპოდენტის ისტორიიდან ( იეჰოვას ყოფილი მოწმე იყო სტუმრად) რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანის ეს რეპლიკები მოჰყვა.

რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი, სტუმრად მოსულ ადამიანთან ხელოვნურად ცდილობდა ამ თემის წამოწევას. რეალურად კი რესპოდენტი მოვიდა გადაცემაში მხოლოდ იმიტომ, რომ ესაუბრა, რატომ თქვა უარი იეჰოვას მოწმეობაზე და რატომ გახდა მართლმადიდებელი.

წამყვანის კომენტარები მოჰყვა სტუმრის მიერ მონათხრობს. მაგალითად, თუ თამარ ჩერგოლეიშვილის არხზე ნახეთ , ნანუკა ჟორჟოლიანის კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადება "იეღოველები ზომბები არიან?" ის რეალურად მოჰყვა სტუმრის წინადადებას "ზომბირებული ვიყავი" "ზომბირება ხდება" თუ მაგალითად ჩერგოლეიშვილის არხზე ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანის კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვა "ბნელა? " ეს მოჰყვა სტუმრის მიერ მოყოლილ უმძიმეს ისტორიას, როგორ ვერ უხდიდა დაბადების დღეს ბავშვს, ცოლი შეირთო უცნაურ გარემოებაში ( დეტალები ნახეთ გადაცემაში) ვერ მღეროდა ჰიმნს, უარი თქვა კარიერაზე იმიტომ რომ რელიგია უკრძალავდა...

ნანუკას შოუს ფორმატი არ ითვალისწინებს ინფორმაციების გადამოწმებას. თუ რესპოდენტები გადაცემაში ყვებიან საკუთარ, პირად ისტორიას. თუ ჩვენი რესპოდენტის მიერ მონათხრობი არ არის მართალი, ეთერს დავუთმობთ მეორე მხარეს.

გვესმის, რომ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ისტორია, თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილს და სხვებს გვინდა შევახსენოთ რომ ეს იყო რესპოდენტის პირადი ცხოვრება და ყველას აქვს უფლება საჯარო გახადოს ის.

გადაცემა " თეორემას" წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანს განმარტების საშუალებაც კი არ მისცა. გადაცემა " თეორემაში" იყო მხოლოდ ერთი მხარე და ნანუკას შოუს ინტერესებს არ იცავდა არავინ.

ჟურნალისტი, რომელიც მედიის ყველა წარმომადგენელს მიუთითებს სტანდარტებზე, აკრიტიკებს ყველა დეტალზე , თავად აკეთებს გადაცემას ადამიანებზე და მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს.

გვესმის, რომ ტაბულას ძალიან ცოტა მაყურებელი ჰყავს, თუმცა ჩვენ პტივს ვცემთ ნებისმიერ მათგანს ( სხვებივით არ ვთვლით რომ მაყურებელი გაუნათლებელია და ერთუჯრედიანი) ჩვენ პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც უნახავს ნანუკას შოუ.

ამიტომაც ვაკეთებთ გადაცემას ადამიანებზე და არა იმაზე რას ვფიქრობთ ჩვენ.

კარგი იქნებოდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება გქვონოდა ტაბულას არხზე, თუმცა რადგან ეს უფლება, არხის ხელმძღვანელის, თამარ ჩერგოლეიშვილის გადაწყვეტილებით შეგვეზღუდა მაქსიმალურად შევეცდებით გამივიყენოთ საკუთარი გადაცემის აუდიტორია, რომ გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მაყურებლის აზრი, კომენტარი, შეფასება ( რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის) ამიტომ მაყურებელს ყოველთვის განვუმარტავთ რომელი რეპლიკა რატომ გაკეთდა.

კიდევ ერთი დეტალი. ნანუკას შოუ შემოქმედებითი ჯგუფი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მზად არის , ეთერი დაუთმოს იეჰოვას მოწმეებს (ახალ სეზონზე. )“, - ნათქვამია ნანუკას შორუს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42