კურტანიძე: დამღალა! მაგრამ ვერ გამტეხა!!
საზოგადოება - 16:52, 01 Dec, 2014     1980

ჭიდაობის ფედერაციის პოსტიდან გადაყენებას ლუკა კურტანიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა. კურტანიძე წერს რომ, "ყველაზე დიდი თანამდებობა - მართალკაცობაა! ეს საზომი კი ყველას თავისი აქვს!",

"დამღალა! მაგრამ ვერ გამტეხა!! რადგან არიან მართალნი..რაოდენობით ცოტანი, მაგრამ არიან!... და მათთვის სიცოცხლის გაწირვაც ალალია, რადგან სამშობლოს რჩეულნი არიან !!!ქართველთა გაუტანლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ! დათასი არ იყოს, ვისაც ვაჭამე, ჩავაცვი, დავახურე, თანამდებობებზე დავნიშნე და ამ შესაძლებლობებით, პირდაპირი გაგებით ათიათასობით პრემიებს იღებენ უამრავნი.. რაც ძალიან მიხარია, რადგან შრომა, როგორც არასდროს, დაუფასდათ და ეს ჩემი წარმატებაცაა.. მიხაროდა და ეს სიხარული დამცირების ტალღად მიქციეს! უანგაროდ, ეს ორი წელი ვემსახურე. როცა მათი პირობების სიკეთეზე ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, გზად დაღლილს მანქანაში უამრავჯერ ჩამძინებია... და ასევე ამ ხალხს, როგორც გმირებს, ისე მივმართავდი.. და რა? დამცირება, შეურაცხყოფა, გაუგონარი ლანძღვა... ისევ ამ ხალხისგან... რატომ? რისთვის??მე ხო სიცოცხლის ფასად ვიბრძოდი თქვენი ღირსებისთვის? ნუთუ დამივიწყეთ? მე ხო არაფერს ვითხოვდი თქვენგან? და თუ ვითხოვდი და მოვითხოვდი დაუნდობელი ბრძოლით, ეს იყო მართალი საქართველო თქვენთვის.... ეს არ არის ის საქართველო...! მაპატიეთ ეს ჩემი ბოდვა... მაგრამ, ალბათ, ღირს დაფიქრება... ყველაზე დიდი თანამდებობა - მართალკაცობა! ეს საზომი კი ყველასთავისი აქვს!", - წერს კურტანიძე.

როგორც ცნობილია კურტანიძის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი 33 დელეგატიდან 29-მ დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგ წავიდა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება, კანდიდატების დარეგისტრირება კი 5-დან 20 დეკემბრამდე მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42