ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი სახის განცხადებას აქვეყნებს.
„რამდენიმე საათის წინ, კახეთიდან, კერძოდ, საგარეჯოს რაიონიდან, დაგვიკავშირდა მაია დარახველიძე და დახმარება გვთხოვა...
,,შუა გზაზე, ავარიის შედეგად, შოკურ მდგომარეობაში აგდია ძაღლი, ვერაფრით ვახერხებ მის გადაყვანას სავალი ნაწილიდან, არავინაა ისეთი, ვინც დამეხმარება. მეც შუა გზაზე ვდგავარ და ვიცავ ძაღლს, რომ არ გადაუაროს მანქანებმაო''....
ჩვენი მობილური ჯგუფი მაშინვე გავიდა შემთხვევის ადგილზე... თუმცა, თბილისში გადატვირთული გზების გამო, დროზე ვერ მოვახერხეთ მისვლა...
ჩვენს მისვლამდე, მაიას მოუხერხებია ძაღლის გზიდან გადაყვანა...
ძაღლიც და გოგონაც წვიმისგან დასველებული და შეციებული იყო... ჩვენთან საუბარს ძლივს ახერხებდა მაია...
ამ კაფანდარა გოგონამ, საოცარი მაგალითი აჩვენა გამვლელებს, შეგახსენებთ, რომ შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, გზაზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა...
ასე რამ გაგიცივათ ადამიანებო გული, ასე რამ დაგაბრმავათ?!... თქვენ სასიკვდილოდ გაიმეტეთ, არა მარტო ძაღლი, არამედ ის ახალგაზრდა გოგონაც, რომელმაც თავისი სიცოცხლე სასწორზე დადო, რათა გადაერჩინა დაუცველი არსება...
ეჭვგარეშეა, საბრალო ძაღლს მაია რომ არ გამოსჩენოდა პატრონად, ცოცხალი ვერ გადაურჩებოდაა გამვლელ მანქანებს...
იქნებ დროა, საკუთარ გულში ჩავიხედოთ, საკუთარ თავს ვკითხოთ, რამ გაგვიცივა ასე გული?!
მაია დარახველიძის საქციელი კი, ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.
რაც შეეხება დაზარალებულ ძაღლს, ჩვენ ის თავშესაფარში გადმოვიყვანეთ და ჩვენი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“...
მასალის გამოყენების პირობები






