„გრიგოლიას ალბათ "დაავიწყდა" სააკაშვილის რეჟიმის დროს, გამწარებული გლეხები ვენახებს რომ ჩეხავდნენ კახეთში, აღარც კრეფდნენ, არ უღირდათ 50 თეთრად“, - წერს მანჩო გიორგობიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და ინგა გრიგოლიას გადაცემას ვრცელ პოსტს უძღვნის.
მანჩო გიორგობიანი: „ერთი შევიხედე და ვერ გევიგე, ინფორმაციას რეგიონებზე მშობლიურ სამტრედიაში რეიზა აგროვებს ?!
აბა, შუაგულ თბილისში მე კი ვიცი, რომ კახეთმა ყურძენი 1,20 -1,70 -ად გაყიდა უპრობლემოდ (ზოგი ჯიში მეტადაც), 10 000-ობით ლარი შევიდა თითოეულ ოჯახში და მომავალ წელს მეტს ელიან (ვენაცვალე, ღმერთმა შეარგოთ!) , ახალ ვენახებსაც აშენებენ , ძველი ქარხანები ამუშავდა, ზოგში რემონტია, ახალი ქარხნებიც კი შენდება.. ისიც ვიცი, გლეხებმა, შარშან, ვაოჩერებით შრომის იარაღები შეიძინეს, წელს შხამ-ქიმიკატებისთვის მიიღეს, სახელმწიფომ 10 მლნ დახარჯა სარწყავი არხების გაწმენდაზე, 20 წლის მიგდებული საირიგაციო სისტემების მოწესრიგება რომ გრძელდება და მილიონები იხარჯება , წელს რომ 160 მლნ-ს ღვინო გაიყიდა და მომავალ წელს რომ ლამის გაორმაგდება (ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე), დავიჯერო, არ იცის?!
დასეტყვილ მოსავალზე კომპენსაციას რომ აძლევენ და სტიქიისგან დაზარალებულებს ივანიშვილმა რომ გადაურიცხა 80 მლნ ლარი სახლების აღსადგენად, ბაღები, წიგნები რომ უფასოა და ჯანმრთელობა დაზღვეული , ეს უკვე ძველია და კარგი, ნუღარ გავიხსენებთ...
რაჭაში რომ ყურძნის ზოგიერთი ჯიში 12 ლარზე ავარდა და დასავლეთ საქართველოში თხილის ბიზნესი აყვავდა, რეკორდულ 7-8 ლარზე ავიდა (რაშიც ახალაიები აღარ უზიან წილებში) ესეც მე შევატყობინო?!
ბაზრის მოთხოვნა როცა მატულობს, შესაბამისად, სამუშაო ადგილებიც იზრდება , ბიუჯეტიც მეტად ივსება და ეს შემოსავლები გაჭირვებულ რეგიონებზეც გადანაწილდება , ესეც მე ავუხსნა?! ...
გრიგოლიას ალბათ "დაავიწყდა" სააკაშვილის რეჟიმის დროს, გამწარებული გლეხები ვენახებს რომ ჩეხავდნენ კახეთში, აღარც კრეფდნენ, არ უღირდათ 50 თეთრად... რომელი ერთი შევახსენო, გენმოდიფიცირებული სიმინდი სულ ძალით რომ აყიდინეს მოსახლეობას და მიზანმიმართულად გაღატაკებული გლეხობისგან ათასობით ჰექტარი ძვირფასი მიწა მიიტაცეს ნაც-ხროვის ბანკებმა, თუ კეზერაშვილის მონოპოლიზებული ხილ-ბოსტანი შევახსენო, ქართველ გლეხს რომ ბაზარზე არ უშვებდა და მოსავალს ალპობინებდა ?!..
კი ბატონო, ჟურნალისტებმა ისაუბრონ პრობლემებზე, მაგრამ რამე დამაიმედებელი, ან სიდუხჭირიდან გამოსასვლელი გზები რომ დაანახოთ არ შეიძლება?!
ცხრაჯერ შეაწყვეტინა ხადურს სამომავლო გეგმებზე საუბარი და ბოლოს რეკლამით გაუჭრა.. იქნებ რას გვპირდებოდა და სიტყვაზე მაინც გვეყოლებოდა გამოჭერილი... ამ შალვა რამიშვილს რაღა დაემართა?!
" ნად მთავრობის PR დავნო რეკვიემ პლაჩეტ", მაგრამ რეგიონების გაჭირვებას და უმუშევრობას სადაც მოსთქვავთ "ჟურნალისტები" , იქვე გლეხობას რომ აუხსნათ მილიარდიანი ფონდიდან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე გრანტი ან დაბალპროცენტიანი კრედიტი როგორ მოიპოვოს, რომელიდანაც 40%-ს ჩუქნიან და 5 წელი პროცენტებს არ ახდევინებენ , სააგენტოს ვებ-გვერდზე რომ ონლაინ რეჟიმში ეხმარებიან ბიზნეს-გეგმის დაწერაში, ასევე, რომელ რეგიონში რა ფინანსდება პრიორიტეტულად, ამ თემებში რომ გაარკვიოთ (10 წთ-ში ჩაატევდით) და გზაზე დააყენოთ, რეიტინგი დაგივარდებათ თუ მეგისფიქჩერსი გიკრძალავთ“?!
აქვე დავურთავ ჩემი ახმეტელი მეგობრის გზავნილსაც და გადაეცით..
რას გადაეკიდა გრიგოლია რეგიონებს? წეღან ბრძანა, სპორტს არ ექცევა ყურადღება განსაკუთრებით რეგიონებშიო. ძალიან უჭირს ხალხსო, დაამძიმა გოგომ სიტუაცია. ახმეტელი ძიუდოისტები რომ საუკეთესო ადგილებს იკავებენ ჩემპიონატებზე, ჰაერზე ხდება ეგ? მაგას მასე გონია? და კიდევ, ბუნებრივი აირიც მაქვს, წყალიც, ინტერნეტიც, მთელი ზამთრის საკმარისი სარჩო-საბადებელიც და ჯანმრთელობის დაზღვევითაც ბევრი სიკეთეები მივიღე უკვე. გასკდეს გულზე“!
მასალის გამოყენების პირობები






