დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველო ტრადიციულად წელსაც უერთდება და თბილისში სხვადასხვა აქცია-ღონისძიებებით აღინიშნება.
გაიმართა კონფერებნცია სახელწოდებით - „0 აივ ინფექციის ახალი შემთხვევა, 0 შიდსით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევა, 0 აივ - ასოცირებული დისკრიმინაცია".
დღესვე გაიმართება გამოფენა, სადაც აივ ინფექციით დავადებულთა ნამუშევრები გამოიფინება. ქუჩებში კი სპეციალური ჯგუფები მსურველებს უფასო ტესტირებას ჩაუტარებენ აივ ინფექციაზე და პასუხსაც რამდენიმე წუთში ეტყვიან.
საქართველოში დღეის მონაცემებით ოფიციალურად რეგისტრირებულია 4 ათას 600-ზე მეტი შემთხვევა. მათგან 3 ათას 400-ზე მეტი მამაკაცია. ათას 200-ზე მეტი კი ქალი. ამ ეტაპზე ავი ინფექციაზე 45-თ ბავშვს მკურნალობენ.
არსებული მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 4646 შემთხვევა, მათგან, 3413 - კაცია, 1233 კი - ქალი. 2014 წელს გამოვლინდა 515 აახცალი შემთხვევაშიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ყოველ 1 დეკემბერსაღინიშნება, რომელსაც მსოფლიო უკვე 26 წელია რაც აღნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები






