იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე, პირადობის ახალი მოწმობის აღება 35 ლარის ნაცვლად 15 ლარად იქნება შესაძლებელი.
აქციის პირობების თანახმად, პირადობის ახალ მოწმობას 15 ლარად სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურიდანაც. იმ შემთხვევაში თუ პირადობის მოწმობის აღებას დაჩქარებული მომსახურებით მოინდომებენ, 15 ლართან ერთად მხოლოდ დაჩქარების ღირებულების გადახდა მოუწევთ. აქციით სარგებლობის საშუალება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეს ექნება.
პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ელექტრონული პირადობის მოწმობა უკვე 1 500 000-მდე ადამიანს აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






