,,დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს, ქალმა უნდა დაიკავოს მაღალი ადგილი“ - ილია მეორე
საზოგადოება - 14:59, 30 Nov, 2014     4046
"ძველმა რომაელებმა თქვეს - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. ყველაზე რთული პროცესი ადამიანში მიმდინარეობს. ბოლო დროს ხელისუფლება, საზოგადოება, ეკლესია შეწუხებულია ადამიანთა ძალადობით, რომელიც ადამიანთა შორის და ოჯახებში ხდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით არის გამოწვეული ეს ყველაფერი. შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს ურწმუნოებით არის გამოწვეული. როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება ძალადობა, ეს საკმარისი არ არის. უნდა ვიფიქროთ შინაგან, სულიერ სამყაროზე. ბოროტება ტრიალებს ადამიანის სულში და გონებაში და ეს შემდეგ ადამიანებს შორის ხორციელდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ შვილების სულიერ სამყაროს. შვილებს ყველაფერს ვაძლევთ - განათლებას, საჭმელ-სასმელს და ჩასაცმელს, ვასწავლით ენებს და ხელობას, ვამთავრებინებთ უმაღლეს სასწავლებლებს და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ, ვასწავლოთ რა არის სიკეთე და ბოროტება.

ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ძალადობს ქალზე ან ცოლი ძალადობს ქმარზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს. უნდა სარგებლობდეს ამ პატივისცემით ქმრის წინაშე. და ეს ქალის ავტორიტეტი მუდამ მაღალი იყო საქართველოში და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი", - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების შემდედ პატრიარქმა კოტე მახარაძის საფეხბურთო კლუბი "ალგეთი XXI" და საქართველოს დაზვერვის სამსახური დალოცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42