„ბიზნესკურიერმა“ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი დაარღვია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საზოგადოება - 11:22, 30 Nov, 2014     2422

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემა “ბიზნესკურიერის” რედაქციამ უგულებელყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული – პროგრამის მონაწილისადმი სამართლიანი მოპყრობის მოთხოვნები და დაარღვია კოდექსის მე-20 მუხლი.

„ამ მუხლის თანახმად, პროგრამის მონაწილეთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად საჭიროა:

(1) პროგრამაში მიწვევისას მაუწყებელმა პოტენციურ მონაწილეს უნდა აცნობოს (გარდა შემთხვევისა, თუ განხილვის საგანი ტრივიალურია და მონაწილის მნიშვნელობა მინიმალური):

• პროგრამის არსი, მიზანი და მიწვევის მიზეზები, გადაცემის თემა და მათი მოწვევის მიზეზი. როდის (თუ ცნობილია) და სად გადაიცემა იგი პირველად;

• პროგრამაში მონაწილეობის ფორმა (პირდაპირი ჩართვა, ჩანაწერი, დისკუსია, რედაქტირებული, არარედაქტირებული და ა.შ);

• სავარაუდო კითხვები და სხვა სავარაუდო სტუმრების ვინაობა;

• მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მონაწილის პირველად თანხმობაზე და გამოიწვიოს არსებითი უსამართლობა;

• ინფორმაცია მაუწყებლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

• ნათლად უნდა განემარტოს, მიეცემა თუ არა პროგრამის წინასწარი ნახვის შესაძლებლობა, რამდენად ექნება მასში ცვლილებების შეტანის უფლება; მაუწყებელს შეუძლია თავი შეიკავოს ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის მიწოდებისგან, თუ ეს ქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით ან ამ კოდექსის საფუძველზე.

2014 წლის 29 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2 ის” ეთერში გასულ გადაცემაში – „ბიზნესკურიერი“ მოწვეული იყო ტურიზმის დეპარტამანტის ახლადდანიშნული უფროსი გიორგი ჩოგოვაძე. გადაცემის მსვლელობისას რესპონდენტისადმი წამყვანის დამოკიდებულებით, დასმული კითხვებითა და მონაწილის რეაქციით სავარაუდოა, რომ სტუმარი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ინტერვიუს იმ რეჟიმის შესახებ, როგორიც წარმართა წამყვანმა. გიორგი ჩოგოვაძეს არ მიეცა საშუალება მაყურებლებისათვის გაეცნო მისი ხედვა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, რაზეც სასაუბროდ, მისი განცხადებით, მიწვეული იყო პროგრამაში. აღნიშნული, გადაცემაშივე, წამყვანმაც დაადასტურა – ,,ჩვენ რაზე მოგიწვიეთ ერთი საკითხია და მეორეა თქვენ რაზე მოხვედით” – აღნიშნა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

წამყვანის მიერ დასმული კითხვები , წინასწარმომზადებული გრაფიკული ტესტით, ატარებდა პროვოკაციულ ხასიათს და არღვევდა სტუმრისადმი სამართლიანი მოპყრობის პრინციპს“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

29 ნოემბერს „ბიზნესკურიერი“ მოწვეული იყო ტურიზმის დეპარტამანტის ახლადდანიშნული უფროსი გიორგი ჩოგოვაძე. გადაცემის წამყვანის მიერ დასმული კითხვებითა და მონაწილის რეაქციით სავარაუდოდ, სტუმარი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ინტერვიუს რეჟიმის შესახებ.

როგორც გადაცემის წამყვანმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა განმარტა, ჩოგოვაძისთვის კითხვების დასმით მისი კვალიფიკაციის ერთგვარი შემოწმება უნდა მომხდარიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42