საჩხერის რაიონში ოც წელზე მეტია, რამდენიმე ოჯახი 7 კვადრატული მეტრის ფართის რკინის ვაგონებში ცხოვრობს.
ვაგონების მაცხოვრებლებს საოჯახო ინვენტარი ახლობლებმა აჩუქეს, რის გამოც სოციალურმა სააგენტომ მათ დახმარება შეუწყვიტა.
ერთ-ერთი ვაგონის ბინადარს შესაძლოა ამ საცხოვრებლის დატოვებაც მოუწიოს, როგორც ქეთო დათიაშვილი აცხადებს მიწა, რომელზეც ვაგონი დგას გამგეობამ გაყიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ისინი პრობლემას იცნობენ და მთავრობასთან ერთად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას აპირებენ. თუმცა არ აკონკრეტებენ რატომ არ მოხდა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყება 20 წლის განმავლობაში.
საჩხერის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე ტელეკომპანია „ მაესტროსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მიწისძვრით დაზარალებულთა პრობლემები მისთვის პრიორიტეტულია და ის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას დაიწყებს, რათა მათ ნორმლური საცხოვრებელი პირობები შეექმნათ.
მომზადებულია "მაესტროს" სიუჟეტის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






