დღეს ,,რეფორმატორთა კლუბის" წარმომადგენლებმა დიმიტრი შაშკინმა, ირაკლი კობიძემ და რამინ ბაირამოვმა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და შეეხებოდა საქართველოში აზერბაიჯანელი მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის როლს სკოლამდელი პროგრამების განვითარების პროცესში და ამ მიმართულებით მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობის პრობლემებს.
შეხვედრაზე განხილული იქნა ასევე რეგიონალური მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის საქარათველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები და მათი მნიშვნელობა სამომავლო განვითარების თვალსაზრისით.
მასალის გამოყენების პირობები






