პროტესტი სამტრედიაში - ,,დაჩი ცაგურია აქ ,,ნახალოვკელი“ ძველი ბიჭების თანხლებით დადის“
საზოგადოება - 13:40, 29 Nov, 2014     8008
,,ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, რკინიგზაში მოუშავე ადამიანების გარკვეულ ნაწილზე, რომლებმაც ვერ მოახერხეს გაფიცვაში მონაწილეობა, პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. წყაროს ცნობით, სამტრედიის დეპოს თანამშრომლებს ისინი გაფიცვაში მონაწილეობის უფლებას არ აძელვენ. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სამტრედიაში ადგილობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაყენებასაც ითხოვენ, მათ შორის რამდენიმე ზემდგომი პირის, რომლებიც თბილისიდან ჩასული ჩინოვნიკები არიან და ზეწოლას ახორციელებენ რიგით თანამშრომლებზე, ვინც საპროტესტო აქციას უერთდება.

აქციის მონაწილეები მეცამეტე ხელფასის მიღებას ითხოვენ. ისინი სახელფასო სქემის გადახედვას და ტესტირების სისტემის გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ხელფასის გაცემის დროს სტაჟი და დამსახურება იყოს გათვალისიწინებული.

წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ სამტრედიაში ჩასული დაჩი ცაგურია გაფიცულ თანამშრომლებს სასაუბროდაც არ გაუჩერდა. ,,დაჩი ცაგურია, რომელიც წარმოშობით სამტრედიელია, აქ ჩამოსული, თავის ზონდერებთან ერთად დადის, სამტრედიის ნახალოვკის ე.წ. ძველი ბიჭების თანხლებით. თანამშრომლებს სალაპარაკოდაც არ დაუდგა. დღეს რკინიგზის დეპარტამენტს პატრონი არ ჰყავს, მისი თანამშრომლბის ბედს დაჩი ცაგურია და მელორ ვაჩნაძე წყვეტს, რომლებიც ხალხს ემუქრებიან. რა საერთო აქვს ვაჩნაძეს რკინიგზის დეპარტამენტთან. ყველამ იცის ესენი ვინც არიან.“ - განუცხადა ,,ნიუპოსტს“ ადგილობრივმა წყარომ.

საქართველოს რკინიგზაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პროფკავშირების მიერ გაკეთებულ განცხადებას რამდენიმე დღის წინ რკინიგზის დეპარტამენტში სიცრუე უწოდეს. როგორც „ნიუპოსტს“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, გაფიცული თანამშრომლებს დეზინფორმაციის გავრცელებით სურთ „ფონს გავიდნენ“.

,,საქართველოს რკინიგზის" მემანქანეებმა, გამცილებლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა 26 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, გაფიცვა გამოაცხადეს. რკინიგზელთა პროფკავშირების განცხადებით, მათსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს. სამუშაო პროცესი შეფერხებული იყო თბილისის დეპოშიც. რკინიგზის თანამშრომლები, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42