რა შემთხვევაში აძლევს ეკლესია ოჯახის დანგრევის უფლებას ცოლ-ქმარს
საზოგადოება - 11:33, 29 Nov, 2014     16058
საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს მყარი ოჯახის საფუძველი, თუმცა პრობლემის ცალმხრივად დანახვა არ შეიძლება. წყვილმა პასუხისმგებლობა სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს, როდესაც ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არ აქვთ გაცნობიერებული, რა ვალდებულება აკისრიათ ერთმანეთის წინაშე. ოჯახის შექმნას ხშირად საფუძვლად პირადი ამბიცია, ვნება, ანგარება უდევს, რაც არასწორი მიდგომაა.
რა უდევს საფუძვლად ოჯახების ნგრევას?
– ოჯახების ნგრევა არის მიზეზი უსიყვარულობისა, ნელთბილი სარწმუნოებისა, სიამაყისა, ამპარტავნებისა. შენდობის მადლი, შენდობის ძალა და სულგრძელობა ნაკლებია ოჯახურ ყოფაში მაშინ, როცა ნდობასა და მოთმინებაზე არ არის დამყარებული ცოლ–ქმრის ცხოვრება.
სანამ ადამიანი ამ ნაბიჯს გადადგამს, უპირველესად რა უნდა გაითვალისწინოს?
– ახალგაზრდებმა ოჯახის შექმნისას ვნებას და ფიზიკურ სილამაზეს არ უნდა მიანიჭონ უპირატესობა. კარგად უნდა გაიცნონ ერთმანეთი, განსაზღვრონ ცხოვრების პრიორიტეტები, ინტერესები, რისთვის ქმნიან ოჯახს და შემდეგ უნდა გადადგან ეს ნაბიჯი.
რა შემთხვევაში აქვს გამართლება ოჯახის დანგრევას?
– საღმრთო კანონი ერთადერთ მიზეზს გვისახელებს, როცა ოჯახის დანგრევა შესაძლებელია. ეს არის ცოლის ან ქმრის მხრიდან ღალატი. თუმცა დღევანდელი ოჯახების წინაშე მწვავედ დგას ნარკომანიისა და ლოთობის პრობლემა, რაც ქალისთვის მძიმე გადასატანია და თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამ შემთხვევაშიც ეკლესია წყვილს ურჩევს, ცალ–ცალკე იცხოვრონ, რადგან წმინდა მამები ამბობენ, სადამდეც გყოფნით სარწმუნოება მოთმინებისა, მანამდე მოითმინეთო.
როგორ შეიძლება ავიცილოთ ოჯახის დანგრევა?
– გამოსავალი ეკლესიის წიაღშია. როდესაც მამაკაცს და დედაკაცს ჯვარს ვწერთ, ვურჩევთ, მათი ორიენტირი ეკლესიური და სარწმუნოებრივი ცხოვრება იყოს, რაც უფრო მეტ ჰარმონიას და თანხმობას შეიტანს მათ ოჯახურ ყოფაში. როდესაც წყვილები ერთი მიმართულებით ცხოვრობენ, ერთი ინტერესი, ერთი სარწმუნოებრივი წესი აქვთ, შესაძლო მატერიალური გაჭირვების დროსაც კი პოულობენ ერთმანეთთან საერთოს. იციან, რომ განსაცდელი ღვთისგან არის მოვლენილი და ძალისხმევით, პასუხისმგებლობის გრძნობით და ისევ და ისევ ღვთის შემწეობით ცდილობენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას.

წყარო ჟურნალი "სარკე"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42